მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UNWTO-დან რუსეთის გარიცხვის საკითხზე სხდომა რამდენიმე დღეში ჩატარდება

62288073adefc
მარიამ ვარადაშვილი
09.03.22 14:47
617

 

UNWTO-ს [გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია] აღასრულებელმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ რუსეთისთვის წევრობის შეჩერების საკითხზე გენერალური ასამბლეის რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს.

სხდომის ჩატარება უახლოეს დღეებში იგეგმება.

“ომი არასდროს არის გამოსავალი. არც ახლა და არც არასდროს, თუმცა აშკარაა, რომ ამ იდეის ერთგული ყველა არ არის. ამ მიზეზით UNWTO და მე, როგორც ამ ორგანიზაციის ხმამ, ხმამაღლა და ნათლად უნდა ვთქვა, რომ თუ წევრი ხარ, ჩვენს წესებს იღებ; უნდა გაითავისო ჩვენი ღირებულებები;. როცა წევრები ჩვენი მიზნის წინააღმდეგ მიდიან, შედეგიც უნდა დადგეს", - განაცხადა UNWTO-ს გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

გუშინ, 8 მარტს, როსტურიზმის ხელმძღვანელმა ზარინა დოგუზოვამ UNWTO-ს მოუწოდა, რომ რუსეთი ორგანიზაციიდან არ გარიცხონ. თავის მხრივ, ზურაბ პოლოლიკაშვილმა 27 თებერვალს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს რუსეთს წევრობის შეჩერებისკენ მოუწოდა.