მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3 საკითხი, რაზეც სებასტიან მოლინეუსმა და გიორგი გახარიამ ისაუბრეს

6006b5ca75542
ვიქტორია მღებრიშვილი
19.01.21 14:37
1010
"მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე საუბარი 3 საკითხზე წარიმართა",- ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სებასტიან მოლინეუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას შესანიშნავი უწოდა და აღნიშნა, რომ მათი მოსაზრებები საქართველოს მთავრობას და მსოფლიო ბანკს შორის ბოლო წლების განმავლობაში შემდგარი წარმატებული თანამშრომლობის შესახებ თანხვედრაშია.

„ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ ქვეყნისა და ხალხისთვის ვაქცინაციის მიმართულებით მთავრობის ძალისხმევის ხელშეწყობის მიზნით. ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რათა ვაქცინაციის პროცესის დაწყებამდე სისტემის მზაობის შეფასება მოხდეს, ხოლო შემდეგ უშუალოდ ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერის სურვილიც გვაქვს. მეორე საკითხი გახლავთ საქართველოს მთავრობის ახალი პრიორიტეტები და სტრატეგია.

ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული საკითხები. მსოფლიო ბანკი ბევრ ქვეყანას - მათ შორის დასავლეთ ბალკანეთის რეგიონს - დახმარებია ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებების დაკმაყოფილებაში. ამჯერად, მზად ვართ საქართველოს დავუჭიროთ მხარი ამ მიმართულებით. მესამე და ბოლო საკითხი იყო სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი, რაც სამომავლოდ კონკურენციის ხელშეწყობას, ციფრული და მწვანე ეკონომიკის შექმნას გულისხმობს“, - განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.