08.მარტი .2021 20:30

UNWTO: გლობალურად ტურისტული მიმართულებების 32% დახურულია

UNWTO: გლობალურად ტურისტული მიმართულებების 32% დახურულია
views 499
უკან

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია (UNWTO) საერთაშორისო მოგზაურობის შეზღუდვებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაცია UNWTO-ს ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ საერთაშორისო ტურიზმისთვის გლობალური მიმართულებების 32% (69 მიმართულება ჯამში) დახურულია, ამასთან 38 მათგანს ვიზიტორები 40 კვირაზე მეტია არ მიუღია.

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, 69 მიმართულებიდან 30 აზიის რეგიონზე მოდის, 15 - ევროპაზე, 11 - აფრიკაზე, 10 - ამერიკის და 3 - შუა აღმოსავლეთის რეგიონზე.

„მოგზაურობასთან დაკავშირებული აკრძალვები ფართოდ გამოიყენებოდა ვირუსის გავრცელების შესაკავებლად. ახლა როდესაც ჩვენ ვმუშაობთ ტურიზმის აღდგნაზე, უნდა ვაღიაროთ, რომ შეზღუდვები პრობლემის გადაჭრის მხოლოდ ერთი ნაწილია. მათი გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს უახლეს მონაცემებსა და ანალიზს, რაც სექტორის უსაფრთხო გახნის შესაძლებლობას მოგვცემს, რომელზეც მილიონობით ბიზნესი და სამუშაო ადგილია დამოკიდებული“, - განაცხადა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლილიკაშვილმა.