14.მაისი .2020 00:26

UNWTO-მ ტურიზმის სექტორის აღდგენისთვის ტექნიკური მხარდაჭერის პაკეტი შეიმუშავა

views 352
უკან

ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ტურიზმის აღდგენის ტექნიკური დახმარების პაკეტი, რაც წევრ ქვეყნებს კორონავირუსის საპასუხოდ დაეხმარება. პაკეტი სამ მთავარ მიმართულებას მოიცავს: ეკონომიკურ აღდგენას, მარკეტინგს და პრომოციას და ინსტიტუციურ გაძლიერებას და მედეგობის უზრუნველყოფას. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის (UNWTO) ვებგვერდზე ვრცელდება.

იმის გამო რომ ტურიზმი ერთ–ერთ ყველაზე დაზარალებულ სექტორებს შორისაა, UNWTO-მ სამი შესაძლო სცენარი შეიმუშავა. იმის მიხედვით, თუ როდის მოხსნიან სამოგზაურო შეზღუდვებს, 2020 წელს საერთაშორისო ტურისტული ჩამოსვლები შესაძლოა 60-80%-ით შემცირდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები $910 მლრდ-$1.2 ტრილიონით შემცირდება და საფრთხე შეექმნება 100–120 მილიონ სამუშაო ადგილს.

ამ შედეგებთან გასამკლავებლად კი ტურიზმის აღდგენის ტექნიკური დახმარების პაკეტი შექმნილია მთავრობების, კერძო სექტორისა და დონორი სააგენტოების მხარდასაჭერად.

„ჩვენ უნდა დავეხმაროთ ტურიზმის სექტორს ახლა რეალური ქმედებებით, მაშინ როდესაც ვემზადებით მის აღსადგენად და უფრო გასაძლიერებლად“, – განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

დახმარების პაკეტის ფარგლებში სამი პოტენციური მიმართულებაა გამოვლენილი: ეკონომიკური, მასტიმულირებელი და ინსტიტუციონალური.

ტექნიკური დახმარების პაკეტი ხაზს უსვამს იმ პოლიტიკას და ზომებს, რაც უნდა გატარდეს ტურიზმის სექტორის ეკონომიკური აღდგენის სტიმულირებისთვის. ეს უნდა იყოს წარმოდგენილი საჭიროებების შეფასების განვითარებასთან ერთად, ასევე ტურიზმის აღდგენის შესახებ ქვეყნების გეგმებით.

რაც შეეხება მარკეტინგულ ნაწილში, UNWTO მზად არის დაეხმაროს ქვეყნებს ტექნიკურად ბაზრების იდენტიფიცირებაში, რაც დაეხმარება სწრაფი აღდგენის პროცესს, პროდუქციის დივერსიფიცირების, მარკეტინგული სტრატეგიების ხელახლა ფორმულირების და მასტიმულირებელი აქტივობების კუთხით.

მესამე მიმართულება – ინსტიტუციონალური გაძლიერება კი მიზნად ისახავს საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერებას, თანამშრომლობითი მცდელობების პრომოციას ტურიზმის სექტორის აღდგენისთვის და კრიზისის მართვის პროცესში საჭირო უნარების გაძლირებას.