მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UNWTO-ს გენმდივანი ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს რუსეთს წევრობა შეუჩერონ

621b5e1c58117
თამთა ჯიჯავაძე
27.02.22 15:16
4940
UNWTO-ს გენმდივანი ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს რუსეთს წევრობა შეუჩერონ. ამის შესახებ ზურაბ პოლოლიკაშვილი „ტვიტერში“ წერს.

„რუსეთის სამხედრო აგრესია, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ადამიანების, მშვიდობიანი მოქალაქეების გაუბედურებას იწვევს და მთელ მსოფლიოს უქმნის საფრთხეს.

აღნიშნული ქმედებები UNWTO-ს ფუნდამენტურ მიზნებს ეწინააღმდეგება.

როგორც UNWTO-ს გენერალური მდივანი, ჩემი მოვალეობაა მოვუწოდო ორგანიზაციის სხვა წევრ ქვეყნებს: შეუჩერდეს რუსეთის ფედერაციას წევრობა UNWTO-ს წესდების შესაბამისად“, - წერს UNWTO-ს გენმდივანი.

UNWTO გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციაა, რომელიც 158 წევრ ქვეყანასა და ტერიტორიას აერთიანებს. თუ ორგანიზაციიდან რუსეთს გარიცხავენ, ეს იქნება გაეროს სააგენტოებს შორის პირველი შემთხვევა.