მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UNWTO-ს გენმდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი 2021 წელს აფასებს

61cb209de232d
ნათია თაქთაქიშვილი
28.12.21 18:33
764
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი წელს აფასებს და ამბობს, რომ მიმდინარე წელი გლობალური ტურიზმისთვის, ზოგადად, ეკონომიკისთვის და საზოგადოებისთვის კიდევ ერთი რთული წელი იყო. მისივე თქმით, განვითარებული კრიზისისა და მთავრობების ქმედებების გამო, ისევ მრავალი მილიონი სამუშაო ადგილი და ბიზნესი რჩება საფრთხის წინაშე.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის განცხადებით, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ტურიზმის სექტორი მაინც უკეთეს პირობებშია, ვიდრე მაშინ, როდესაც 2020 წლის მარტში პანდემია გამოცხადდა.

„გასული წლის განმავლობაში, მსოფლიო საზოგადოებამ დიდ პროგრესს მიაღწია ვაქცინაციის გავრცელების კუთხით, ასევე COVID-19-ის გამოვლენის და მკურნალობის თვალსაზრისით. ამასთან, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად მოვახერხეთ გვეპოვა სწორი ბალანსი, რაც გამოიხატება პანდემიის პირობებში ადამიანების უსაფრთხოებასა და ტურიზმისთვის სასიცოცხლო ხაზების შენარჩუნებაში“, - განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

როგორც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი აცხადებს, მოგზაურობისთვის განკუთვნილი ჰარმონიზებული პროტოკოლების არსებობის საჭიროება პანდემიის დაწყებიდანვე დადგა დღის წესრიგში, რასაც ორგანიზაციამ წარმატებით გაართვა თავი. მისივე თქმით, UNWTO-ს მხარდაჭერა გამოუცხადეს  წევრმა ქვეყნებმა და თავად ტურიზმის სექტორმა.

პოლოლიკაშვილის თქმით, UNWTO-ს ინტერესი ინოვაციებისა და იმ კონკურსების მიმართ, რომლებიც ტურიზმში სტარტაპერებისთვის არის განკუთვნილი, სულ უფრო იზრდება, რაც ცხადყოფს, რომ ორგანიზაცია მზად არის ახალი იდების მისაღებად.

„ჩვენი გლობალური ინოვაციების ეკოსისტემა ამჟამად შედგება 12,000-ზე მეტი სტარტაპისგან, რომლებიც 160 ქვეყნიდან არის წარმოდგენილი. აღსანიშნია, რომ ამ კუთხით ჩვენ 83 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება მოვახერხეთ და ახალ ტურისტულ ტექნოლოგიებზე 300-მდე კორპორაციული პარტნიორი მუშაობს.

ამჟამად UNWTO-ს საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართულ ადამიანთა რაოდენობა უპრეცედენტოა - 20 000-ზე მეტი სტუდენტია წარმოდგენილი 100-მდე ქვეყნიდან. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის დარგის განვითარებას ისეთ წამყვან 5 უნივერსტიტეტთან თანამშრომლობით, როგორიც არის IE university-ი, Les Riches-ი, Glion Institute-ი, Ecole du Casse-ი და Swiss Education Group-ი“, - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.