მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანადა „როსნეფტისა“ და „გაზპრომის“ 10 წარმომადგენელს სანქციებს უწესებს

62204675bf754
თელარა გელანტია
03.03.22 08:37
1197
კანადა რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ აცხადებს. როგორც CNN წერს, კანადამ რუსული ენერგეტიკული კომპანიების - „როსნეფტისა“ და „გაზპრომის“ 10 წარმომადგენელს სანქციები დაუწესა. მიზეზი, რა თქმა უნდა, უკრაინაში რუსეთის შეჭრაა.

როგორც გამოცემა წერს, სანქციების დაწესებით, ქვეყანა ცდილობს, რუსეთზე ზეწოლის მოხდენას, რათა ამ უკანასკნელმა ომი შეწყვიტოს.

"კანადის მხარდაჭერა უკრაინისა და მისი ხალხისადმი ურყევია", - თქვა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ.

„იმის გამო, რომ უკრაინაში საშინელი მოვლენები კვლავ ვითარდება, ცხადია, მეტი უნდა გაკეთდეს. ისინი, ვინც რუსეთის აგრესიას ეხმარებიან და ხელს უწყობენ, პასუხს აგებენ. კანადა უკრაინის გვერდით დგას“, - აღნიშნა დიპლომატმა.