მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უოლ სტრიტზე ვაჭრობა შეჩერდა

5e6650a8ced41
შოთა ტყეშელაშვილი
09.03.20 18:20
5037
ამერიკის შეერთებულ შტატებში 9 მარტის სავაჭრო სესიის გახსნას აქციების მკვეთრი გაუფასურება მოჰყვა. ქვეყნის წამყვანი ინდექსები S&P 500 7%-ით, Dow Jones-ის ინდექსი 7.29%-ით, Nasdaq-ი კი 6.89%-ით შემცირდა. მკვეთრ ვარდნას საფონდო ბირჟის დამცავი მექანიზმის ამოქმედება და ვაჭრობის დროებით შეჩერება მოჰყვა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, ნავთობის ფასის 30%-იან ვარდნას გლობალურად საფონდო ინდექსების ვარდნა მოჰყვა.  ავსტრალიის S&P/ASX 200-ის ინდექსი 7.3%-ით შემცირდა, რაც 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ, ყველაზე დიდი ერთდღიანი ვარდნაა.

იაპონიის წამყვანი Nikkei 225-ის ინდექსი 5.1%-ით დაეცა, ჰონგ-კონგის ბირჟის ჰანგ-სენგის ინდექსი - 4.2%-ით, შანგჰაის კომპოზიტური ინდექსი კი, 3%-ით დაეცა.

ევროპული საფონდო ბირჟები გახსნისთანავე დაეცა, დიდი ბრიტანეთის FTSE 100 ინდექსი 8.5%-ით დაეცა, გერმანიის მთავარი DAX-ის ინდექსი 7.4%-ით დაეცა, იტალიის მთავარი ინდექსი კი 7.1%-ით დაეცა.