მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უორენ ბაფეტის Berkshire-მა $530 მილიონის Occidental Petroleum-ის აქციები შეიძინა

62b5b860df0b1
გიორგი თოლორდავა
25.06.22 00:30
2021
უორენ ბაფეტის ჰოლდინგი - Berkshire Hathaway ერთ-ერთ უმსხვილეს ამერიკულ ენერგოკომპანია Occidental Petroleum-ში ინვესტიციას თითქმის 530 მილიონი დოლარით ზრდის.

ამჟამინდელი მონაცემებით, Berkshire Hathaway კომპანია Occidental-ის 16.3%-იან წილს ფლობს, რომლის ღირებულებაც 8.5 მილიარდ დოლარს აღწევს.

საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობისა და სხვა ენერგორესურსების მკვეთრი გაძვირების ფონზე, მიმდინარე წელს Occidental Petroleum-ის აქციების ღირებულება თითქმის 90%-ითაა გაზრდილი, კომპანიის საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია კი 53 მილიარდ დოლარს შეადგენს.

საგულისხმოა, რომ ლეგენდარული ამერიკელი ინვესტორის წინამძღოლობით Berkshire Hathaway მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ საინვესტიციო ჰოლდინგად იქცა - ის ამჟამად მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების რეიტინგში, $590-მილიარდიანი კაპიტალიზაციით, მეშვიდე ადგილს იკავებს.

„ომაჰელი ორაკული“ ექსპერტთა დიდი ნაწილის შეფასებით, ყველა დროის ყველაზე წარმატებული და გონიერი ინვესტორია. Forbes-ის მიერ ბაფეტის ქონება $118 მილიარდადაა შეფასებული და მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში ის მეხუთე ადგილს იკავებს.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში Berkshire-მა $51 მილიარდის ინვესტიციები განახორციელა, მათი ძირითადი ნაწილი კი სწორედ ენერგეტიკულ სექტორზეა კონცენტრირებული. ბაფეტის განმარტებით, რუსეთ-უკრაინის ომმა გლობალური ენერგეტიკული ბაზარი მნიშვნელოვნად შეცვალა, ამ სფეროში კი ინვესტირებისა და პოტენციური მოგების მიღების შესაძლებლობები საგრძნობლად გაიზარდა, რაზეც თავად Berkshire-ის გადაწყვეტილებაც მიუთითებს. 


საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway და ა.შ. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.