მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უორენ ბაფეტმა ძველი დასაკეცი Samsung-ის სმარტფონი ახალი iphone-ით შეცვალა

5e54e62e71f25
ნათია თაქთაქიშვილი
25.02.20 13:37
1864
ცნობილი ამერიკელი ინვესტორი და მილიარდერი უორენ ბაფეტი, რომლის კომპანია (Berkshire Hathaway) Apple-ის აქციების 5.6%-ის მფლობელია, ამ დრომდე iphone-ის მომხმარებელი არ ყოფილა. ამის შესახებ ინფომაციას CNN ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მილიარდერმა ინვესტორმა გუშინ განაცხადა, რომ ძველი დასაკეცი Samsung-ის სმარტფონი ახალი iphone-ით შეცვალა.

აქამდე iphone-ის ნაცვლად, ბაფეტი Samsung SCH-U320-ის ტიპის სმარტფონს იყენებდა, რომელიც დაახლოებით, 20-დან 30 დოლარამდე ღირს.

მიუხედავად იმისა, რომ ბაფეტმა თავისი ყველაზე მსხვილი ინვესტიცია სწორედ Apple-ში განახორციელა, როგორც თავად აცხადებს, მან არ იცის iphone-ის მოხმარება, თუმცა საფონდო ბირჟაზე აქციების ფასის შემოწმების და საძიებო მიზნით, ბაფეტი წარმატებით იყენებს iPad-ს.

შეგახსენებთ, რომ Berkshire Hathaway ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა აშშ-ში, რომლის ღირებულებაც 560 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. ბაფეტის კომპანიას Apple-ის გარდა ინვესტიციები აქვს ჩადებული  Bank of America-ში, Coca-Cola-სა და American Express-ში.