12.სექტემბერი .2022 20:35

უორენ ბაფეტმა კომპანია Occidental Petroleum-ში ინვესტიცია გაზარდა

უორენ ბაფეტმა კომპანია Occidental Petroleum-ში ინვესტიცია გაზარდა
views 490
უკან

ლეგენდარული ამერიკელი ინვესტორის, უროენ ბაფეტის საფინანსო ჰოლდინგმა Berkshire Hathaway-მ ენერგეტიკულ კომპანია Occidental Petroleum-ში ინვესტიცია $17 მილიარდამდე გაზარდა და აქციების 26.8% შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს ენერგეტიკული ბაზრისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისიებისგან Berkshire-მა სპეციალური ნებართვა მიიღო, რომელიც საფინანსო ჰოლდინგს Occidental-ის 50%-იანი წილის შეძენის უფლებას აძლევს.

ქსპერტთა ნაწილის ვარაუდით, 50%-იანი წილის შეძენის შემდეგ, Berkshire-ი Occidental-ს სრულად გამოისყიდის და მის მრავალფეროვან საინვესტიციო პორტფელს კიდევ ერთი წარმატებული კომპანიით გაამდიდრებს.

ბაფეტის მიერ კომპანიის აქციების შეძენის სიახლე, ბუნებრივია, ინვესტორებმა და ტრეიდერბმა პოზიტიურად მიიღეს - საფონდო ბირჟის გახსნიდან რამდენიმე საათში Occidental Petroleum-ის აქციების ღირებულება თითქმის 3%-ით გაიზარდა, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ კი $63-მილიარდიან ნიშნულს მიაღწია. 

საგულისხმოა, რომ ლეგენდარული ამერიკელი ინვესტორის წინამძღოლობით Berkshire Hathaway მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ საინვესტიციო ჰოლდინგად იქცა - ის ამჟამად მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების რეიტინგში, $634-მილიარდიანი კაპიტალიზაციით, მეშვიდე ადგილს იკავებს.

"ომაჰელი ორაკული“ ექსპერტთა დიდი ნაწილის შეფასებით, ყველა დროის ყველაზე წარმატებული და გონიერი ინვესტორია. Forbes-ის მიერ ბაფეტის ქონება $118 მილიარდადაა შეფასებული. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში ის მეხუთე ადგილს იკავებს.


საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Occidental Petroleum და ა.შ.   დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა