მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ჩამონათვალი გაფართოვდა - რეგულირების სააგენტო

633d3cb366052
ინგა მურუსიძე
05.10.22 12:20
557
თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ჩამონათვალი გაფართოვდა. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, წამლების შეძენა 7 დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. მედიკამენტები „ფარმადეპო“-ს, „ავერსი“-ს, „PSP“-ს, „იმპექსი“-ს, „GPC”-ს, „ფარმსახლი“-ს და „დოიჩე აფთიაქი“-ს ქსელშია ხელმისაწვდომი.

სააგენტოს ცნობით, თურქეთიდან იმპორტირებული წამლების ჩამონათვალი მოწოდებულია ფარმაცევტული სექტორის მიერ და განახლდება კომპანიებისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად.

სააგენტო აქვეყნებს მედიკამენტების ჩამონათვალსა და აფთიაქებს, სადაც მათი შეძენა არის შესაძლებელი