ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა მიიჩნევს, რომ ისეთი პროგრამების დრო არ არის ახლა, რომელიც ბიზნესს მიმზიდველობის გამო მის გამოყენებას „აიძულებს“.
საკითხზე მან BMG-ს გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ არ არის დრო ასევე იმ საარჩევნო დაპირებების შესასრულებლად, რომლებიც ფისკალურ დისციპლინას ქვეყანაში ხელს არ შეუწყობს.
„ფისკალურ კონსოლიდაციას რაც შეეხება, გარკვეული ნაბიჯები თითქოს ამ მიმართულებით გადაიდგა, როცა მაგალითად ეკონომიკური ზრდა იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ვპროგნოზირებდით. ეს წაგვეხმარა, რომ ბიუჯეტის დეფიციტი და ვალის დაგროვების ტემპი შეგვემცირებინა, თუმცა წელს გვაქვს „არჩევნების რისხვა“, როდესაც ძალიან ბევრი კონსოლიდაციისგან კარდინალურად განსხვავებული დაპირებები გვესმის, რაც არ უწყობს ხელს ქვეყანაში ფისკალური დისციპლინის დამკვიდრებას და არ არის მიმართული პასუხისმგებლიანი პოლიტიკის დამყარებისკენ“, - განაცხადა გიორგი პაპავამ.
რაც შეეხება ბიზნესის მიმართ მხარდამჭერ ღონისძიებებს, პაპავა მიიჩნევს, რომ აქ ცალსახად მნიშვნელოვანი იქნება, სამთავრობო გუნდმა გადახედოს იმ პროგრამას, რომელიც დააანონსა 10-წლიანი გეგმის ფარგლებში.
„პროგრამის გადახედვა აუცილებელია, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ რიგ სექტორებში უკეთესი შედეგები გვაქვს, ვიდრე ამას ვპროგნოზირებდით. მაგალითად ეკონომიკური ზრდა იმაზე მეტია, ვიდრე მაშინ ვვარაუდობდით, როცა ამ პროგრამებს ვადგენდით. ნამდვილად არსებობს უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ სახელმწიფოს ჩარევის და დამატებითი მხარდაჭერების გარეშე მივანდოთ პროცესი.
ისეთი პროგრამების დრო, რომელიც ბიზნესს „აძალებს“ მის გამოყენებას მიმზიდველობის გამო, მათი განხორციელების დრო, იმ ფისკალური ვითარების გათვალისწინებით, რაც ქვეყანაში არსებობს, არ არის. რომ არაფერი ვთქვათ ისეთ პროგრამებზე, რაც არის მაგალითად იპოთეკური სესხების სუბსიდირება და ა.შ. წინასაარჩევნოდ ერთგვარი შეჯიბრიც გაიმართა კანდიდატებს შორის და იმედია ეს დაპირებები მართლა არ ასრულდება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე არ დავარღვიოთ ფისკალური დისციპლინა. ცალსახად ჩანდა, რომ დაპირებები იყო ერთ თვეში მოგონილი - აბა ახლა რა ვქნათ - პრინციპით. არის რიგი დაპირებები, რომელიც ჯობია არ შევახსენოთ და არ შეასრულონ“, - აღნიშნა გიორგი პაპავამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი