სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ გვერდზე უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების რეგისტრაციის ონლაინ პლატფორმა ამოქმედდა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, შესაძლებელი ხდება 250 გრამზე მეტი მასის მქონე უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის (როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების) ელექტრონული რეგისტრაცია. ანგარიშის გააქტიურების შემდეგ, მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ დაარეგისტრირონ კუთვნილი უპილოტო საჰაერო ხომალდი და გაიარონ „ღია კატეგორიაში“ ექსპლუატაციისთვის სავალდებულო დისტანციური პილოტების კომპეტენციის დამადასტურებელი ონლაინ ტესტირება.
უპილოტო საჰაერო ხომალდის რეგისტრაციისთვის აუცილებელია სავალდებულო ველების შევსება. თუ სერიული წარმოების დრონის რეგისტრაციისას ვერ იპოვით თქვენთვის სასურველ მოდელს „მწარმოებლის“ ან „მოდელის“ ჩამონათვალში, შეავსეთ „თვითნაკეთი“ უპილოტო საჰაერო ხომალდის სარეგისტრაციო ფორმა. აირჩიეთ უპილოტო საჰაერო ხომალდის გამოყენების სფეროები (ჰობი, ფოტოგრაფია, კომერცია, სოფლის მეურნეობა, სარბოლო და სხვა). უპილოტო საჰაერო ხომალდის რეგისტრაცია უფასოა;
ღია კატეგორიაში უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციისათვის აუცილებელი ონლაინ თეორიული გამოცდის ჩაბარებისთვის, მომხმარებელმა საჭიროა გადალახოს 75%-იანი ზღვარი. ონლაინ ტესტირების საგამოცდო საკითხები განსხვავდება ქვეკატეგორიების მიხედვით (A1 ხალხის თავზე ფრენა, A2 ფრენა ხალხის სიახლოვეს და A3 ფრენა ხალხისგან შორს). კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა 5 წლის ვადით. ონლაინ ტესტირება უფასოა;
გარდა ზემოთ აღნიშნული ელექტრონული სერვისებისა, ონლაინ პლატფორმა მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია, უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ეროვნულ და საერთაშორისო მოთხოვნებზე. სააგენტოს მიერ, პერიოდულად განთავსდება რეკომენდაციები და მეთოდოლოგია, რომლებიც ექსპლუატანტებს დახმარებას გაუწევს ახალი წესით დადგენილი მოთხოვნების უკეთ აღქმასა და შესრულებაში. ანგარიშის გააქტიურების შემდეგ, მომხმარებელი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან მიიღებს საინფორმაციო ან სავალდებულოდ შესასრულებელი ხასიათის შეტყობინებებს. ამასთან, ახლო მომავალში, ხელმისაწვდომი გახდება ონლაინ რუკა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში არსებულ ფრენისთვის აკრძალულ და შეზღუდულ არეებთან დაკავშირებთ.
უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის ახალი წესის თანახმად, რომელიც ძალაშია 2021 წლის 1 იანვრიდან, განისაზღვრა დამატებითი მოთხოვნები „ღია კატეგორიაში“ ექსპლუატაციისთვის. კერძოდ, აღნიშნული ეხება დისტანციური პილოტების კომპეტენციას, უპილოტო საჰაერო ხომალდის მარკირებას და დისტანციურ იდენტიფიკაციას. ახალი წესის ფარგლებში, დისტანციურ პილოტებს „ღია კატეგორიაში“ ექსპლუატაციისას მოეთხოვებათ ელექტრონული ტესტირების გავლა, რის შემდეგაც მათ სააგენტოს მიერ მიენიჭებათ კომპეტენციის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატი. წესი ასევე ადგენს 250 გრამზე მეტი მასის მქონე უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის რეგისტრაციის მოთხოვნას.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი