05.ივლისი .2022 14:31

„უპრეცედენტო €1 მლრდ-იანი დონაცია განათლებაში გეგმაზომიერად ხორციელდება“ - ფონდი „ქართუ“

„უპრეცედენტო €1 მლრდ-იანი დონაცია განათლებაში გეგმაზომიერად ხორციელდება“ - ფონდი „ქართუ“
views 608
უკან

ფონდი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებით, ფონდის უპრეცედენტო 1 მლრდ ევროს ღირებულების ინვესტიცია განათლებაში გეგმაზომიერად და ეტაპობრივად ხორციელდება. ამის შესახებ მან ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ნიკოლოზ ჩხეტიანმა ქუთაისისა და ქვეყნისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამით ქვეყანაში იქმნება საგანმანათლებლო ჰაბი.

„ფონდი „ქართუ" ასრულებს თავის დანაპირებს - უპრეცედენტო ისტორიული დონაცია განათლებაში - 1 მლრდ ევრო, რის შესახებაც რამდენიმე წლის წინ გაცხადდა, გეგმაზომიერად და ეტაპობრივად ხორციელდება. ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელიც აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიის მქონე ორი ამაჩქარებლით, აბსოლუტურად სხვა პოზიციონირებას გაუკეთებს არამხოლოდ ქუთაისს, არამედ მთელ ქვეყანას და აიყვანს სხვა დონეზე როგორც მედიცინაში, ისე ფუნდამენტალურ მეცნიერებაში. გაიხსნება ახალი პერსპექტივები ქუთაისისთვის და გარშემო რეგიონებისთვის.

ჩვენს თვალწინ ქუთაისში იქმნება საგანმანათლებლო ჰაბი, რომელიც მოემსახურება ქართველ და უცხოელ სტუდენტებს. ჩვენ თამამად ვიმეორებთ ყველგან ჩვენი უნივერსიტეტის დევიზს - ქუთასი ადგილია, სადაც განათლება ქმნის მომავალს, ჩვენი პროექტი აფართოებს ჰორიზონტს და ქმნის ახალ რეალობას და ცვლის მას. დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, როდესაც ჩვენს შვილებს ვეტყვით, რომ ჩვენ ამ პროექტის დიდი ნაწილი ვიყავით“, - განაცხადა ფონდ "ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა