13.აპრილი .2021 16:17

„უქმე დღეების“ ფორმატზე საბჭო 7-10 დღის შემდეგ იმსჯელებს - ამირან გამყრელიძე

„უქმე დღეების“ ფორმატზე საბჭო 7-10 დღის შემდეგ იმსჯელებს - ამირან გამყრელიძე
views 591
უკან

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 4-11 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა, მაგრამ ჯერ უცნობია, ეკონომიკის რომელ სექტორებს შეეხებათ უქმეები და რომელს - არა, ამიტომ BM.GE-მ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების მერე შესაბამისი კითხვა დაუსვა.

მისივე თქმით, "უქმე დღეების" ფორმატზე საბჭომ დღესაც იმსჯელა, თუმცა გადაწყვეტილება 7-10 დღეში იქნება მიღებული.

„ეს ყველაფერი დამოკიდებულია აპრილის ეპიდსიტუაციაზე. საკოორდინაციო საბჭოზე დღესაც იყო ამ საკითხზე მსჯელობა, მაგრამ გადაიდო. 1 კვირა, 10 დღის განმავლობაში უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას და მერე იქნება მსჯელობა ანუ დაანონსებულია უქმე დღეები, მაგრამ რა მასშტაბით და ფორმატით იქნება ეს უქმეები, ამაზე საკოორდინაციო საბჭო ჩამოყალიბდება და მოსახლეობას აცნობებს“, - განაცხადა გამყრელიძემ.