მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უქმნის თუ არა შიდა ტურიზმს საფრთხეს არსებული ეპიდსიტუაცია - ქვრივიშვილის პასუხი

5f33b35969856
ვიქტორია მღებრიშვილი
12.08.20 14:35
1298
ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი უსაფრთხო გარემო მათ შორის სვანეთში, რომელიც საერთაშორისო და შიდა მოგზაურებს დაარწმუნებს იმაში, რომ საქართველოში მოგზაურობა უსაფრთხოა, რადგან ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც არებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით შიდა ტურიზმის აქტივობას შეეხებოდა.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განმარტა, სვანეთის გარდა ყველა სხვა რეგიონში შიდა ტურიზმი აქტიურ ფაზაშია.

"ასევე აღვნიშნავ, რომ ყაზბეგში არ შეინიშნება საგანგაშო მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევები. იყო ბევრი კითხვა, მათ შორის ჩვენი ინდუსტრიიდან და მინდა განვმარტო, რომ ამ ეტაპისთვის არ არის ისეთი საგანგაშო მდგომარეობა, რომელმაც შესაძლოა განაპირობოს ის, რომ მოხდეს რეგიონის ჩაკეტვა. ყაზბეგის ნაწილში არავითარი მსგავსი გეგმა არ არსებობს, შესაბამისად, დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა სხვა რეგიონში შიდა ტურიზმი აქტიურ ფაზაშია, თუმცა მნიშვნელოვანია კერძო სექტორის სრული მობილიზება და იმ რეგულაციების დაცვა, რაც დაგვეხმარება იმაში რომ ვიყოთ უსაფრთხო და ვიზრუნოთ ერთმანეთის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე",- აღნიშნა მან.