მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Urals-ის რუსულ ნავთობზე ფასი ბარელზე 10.5 დოლარამდე შემცირდა

5e85e08998888
ვიქტორია მღებრიშვილი
02.04.20 17:20
1700
რუსული ონლაინ გამოცემა „ეხო მოსკვის" ცნობით Urals-ის რუსულ ნავთობზე ფასი ბარელზე 10.5 დოლარამდე შემცირდა, - ეს 1999 წლის მარტის შემდეგ ნავთობის ფასის მინიმალური მაჩვენებელია.

რუსული ნავთობის შემოსავლიანობა 30-31 მარტს უარყოფითი გახდა. ნავთობის ტრანსპორტირების ხარჯები მის ღირებულებას აღემატება. Urals-ზე 15-დოლარიანი ღირებულება რუსეთის ბიუჯეტისთვის კრიტიკულია, რამდენადაც ეს სწრაფად ამცირებს ნავთობით მიღებულ შემოსავლებს. 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას ხელისუფლება Urals-ის ნავთობის 1 ბარელის ღირებუელბას 42 დოლარად აფასებდა - წერს მედია.

"ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ნოვაკი ნავთობის საკითხებთან დაკავშირებით რუსეთი პრეზიდენტთან ყოველდღიურ რეჟიმში ურთიერთობს", - ამის შესახებ ბრიფინგზე „ეხო მოსკვის“ კორესპონდენტის კითხვის საპასუხოდ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„თუ არ ვცდები, ბოლო დღეებში შეხვედრები არ ყოფილა, მაგრამ ნოვაკი პუტინთან ყოველდღიურ სატელეფონო კავშირზეა, დღეში რამდენჯერმე საუბრობენ. რა თქმა უნდა, ეს მდგომაორება მსოფლიო ნავთობის ბაზარზეც ასეთია - ეს ერთი. ეს რუსეთის ნავთობის სექტორია. თქვენ იცით, რომ პრეზიდენტი ყოველთვის მკაცრად ითხოვს საწვავზე ფასების შენარჩუნებას, მათ შორის ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასების შენარჩუნებას. ეს რეგულარულად განიხილება პრეზიდენტსა და მინისტრს შორის“, - აღნიშნა მან.