მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ურსულა ფონ დერ ლაიენი EU -ს სანქციების მე-6 პაკეტის სამიზნეებს ასახელებს

625c1d6f97860
თელარა გელანტია
17.04.22 18:00
2087
ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტი ბანკების, კერძოდ, Sberbank-ის და ასევე, რუსული ენერგომატარებლების მიმართ იქნება მიმართული.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ კიდევ უფრო მეტად ვაკვირდებით საბანკო სექტორს, განსაკუთრებით Sberbank-ს, რომლის წილი რუსეთის საბანკო სექტორში 37%-ია და, რა თქმა უნდა, არის ენერგეტიკის საკითხები“, - თქვა მან.

როგორც „როიტერსი“ წერს, ამ დრომდე რუსეთის უმსხვილეს ბანკზე ევროკავშირის სანქციები არ ვრცელდება, რადგან ის არის ერთ-ერთი მთავარი არხი რუსული ნავთობისა და გაზის საფასურის გადახდისთვის, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნები უკრაინაში კონფლიქტის მიუხედავად ყიდულობენ.

გარდა ამისა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროკავშირი მუშაობს „ჭკვიან მექანიზმებზე“, რათა შემდეგ სანქციებში ნავთობიც შევიდეს.

"უმთავრესი პრიორიტეტი პუტინის შემოსავლების შემცირებაა" - თქვა მან.

სანქციების მე-6 პაკეტი ურსულა ფონ დერ ლაიენმა 9 აპრილს დაანონსა.