18.ივლისი .2022 11:52

ურსულა ფონ დერ ლაიენი გაზის იმპორტის საკითხზე ბაქოში ჩადის

ურსულა ფონ დერ ლაიენი გაზის იმპორტის საკითხზე ბაქოში ჩადის
views 879
უკან

ევროკომისიის პრეზიდენტი ურუსლა ფონ დერ ლაიენი ბუნებრივი გაზის ექსპორტის საკითხზე ბაქოში ჩადის. ევროკომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის მიზანი რუსულ ენერგეტიკაზე ევროკავშირის დამოკიდებულების შემცირებაა, რადგან კრემლი საკუთარი ენერგეტიკული რესურსების იარაღად გამოყენებას განაგრძობს.

“ევროკავშირის პრიორიტეტი იმპორტის დივერსიფიცირებაა”, - წერია განცხადებაში.

Reuters-ის ინფორმაციით, ევროკომისია ქვეყნებს სთავაზობს, აზერბაიჯანიდან ბუნებრივი გაზის იმპორტის ზრდაზე შეთანხმება გააფორმონ და  გზასადენის გაფართოების საკითხსაც მხარი დაუჭირონ.

ამ ეტაპისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნები მხოლოდ რუსეთიდან ნავთობის თანდათანობით ემბარგოზე არიან შეთანხმებულები. ევროპის ყველაზე მსხვილი და მსოფლიოს სიდიდით მეოთხე ეკონიმიკის მქონე გერმანიის მთავრობა ყველა სცენარს, მათ შორის რუსეთის მხირდან გაზის მიწოდების შეწყვეტასაც განიხილავს.

 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა