მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთი სასტუმროებსა და ტურისტულ ცენტრებში დამატებით გადასახადს აწესებს

639b3d1619649
გიორგი თოლორდავა
16.12.22 00:15
573
თურქეთის მთავრობა სასტუმროებში, კოტეჯებში, დასვენების ცენტრებსა და ტურისტულ კომპლექსებში დამატებით გადასახადს აწესებს.

პირველი იანვრიდან დროებით საცხოვრებლებში გადასახადი 2%-ის სახით განისაზღვრება.

კანონის ინიციატორების შეფასებით, სახელმწიფო ბიუჯეტი ტურისტებიდან და მოგზაურებიდან დამატებითი შემოსავლის მიღებას შეძლებს, მიღებული თანხა კი ინდუსტრიის განვითარებას და ინფრასტრუქტურის მოწყობას მოხმარდება.

კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ გადასახადი დასვენების სერვისებს გააძვირებს, რაც უცხოელ ტურისტებს უბიძგებს, რომ არჩევანი სხვა ქვეყანაზე შეაჩერონ და არა თურქეთზე.