მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი კაპიტალი - კახეთში სასტუმროების დატვირთულობა ყველაზე მაღალია

5fd34647241a7
ინგა მურუსიძე
11.12.20 14:10
949
თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, დეკემბერში ზღვისპირა სასტუმროების დატვირთულობა 1%-ია, თბილისში - 3%, და სხვა რეგიონებში 6%, ხოლო კახეთში ყველაზე მაღალი - 7% დაფიქსირდა.

რაც შეეხება უქმეებს, თიბისი კაპიტალის კვლევით ირკვევა, რომ გასულ კვირასთან შედარებით, უქმეების დატვირთულობა შემცირდა ყველა რეგიონში, გარდა კახეთისა.

ამასთან, კვლევის თანახმად, არსებული ჯავშნების მიხედვით, ნოემბერში ყველაზე დიდი ფასდაკლებები სხვა რეგიონების სასტუმროებში დაფიქსირდა, რასაც თბილისი და კახეთი მოყვება. ზღვისპირა სასტუმროებმა კი შედარებით დაბალი ფასდაკლებები შესთავაზა მომხმარებელს.