სოციალურ ქსელში დამატებიდან სულ რაღაც ერთ კვირაში, კომპანიის ახალმა მფლობელმა და დირექტორმა, ილონ მასკმა Twitter-ის ვერიფიცირების ფასიანი ფუნქციის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
თვეში 8 დოლარის სანაცვლოდ Twitter-ის მომხმარებლები ვერიფიცირების ლურჯ ნიშანს იღებდნენ, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ ანგარიში ოფიციალურად იყო დადასტურებული.
საქმე ისაა, რომ აქამდე ვერიფიკაციის ნიშნისთვის სპეციალური პროცესის გავლა იყო საჭირო, რომელშიც Twitter-ის თანამშრომლები რეალურად ამოწმებდნენ ანგარიშის ავთენტურობას, მასკის მიერ ინიცირებული 8-დოლარიანი ფუნქცია კი სრულად ავტომატიზებულია და ის დამოწმების ნიშანს ნებისმიერ მსურველს აძლევს, ვინც ფულს გადაიხდის.
რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს თუ რა გამიწვია ამ უკანასკნელმა ცვლილებამ - თაღლითების დიდმა ნაწილმა ვერიფიკაციის ნიშანი იყიდა, რამაც უმოკლეს დროში სოციალურ ქსელში ვერიფიცირებული ბოტების, ტროლების და არაავთენტური ანგარიშების რაოდენობა მკვეთრად გაზარდა, რაც, თავის მხრივ, პრობლემურია.
კომპანიის წარმომადგენლობის განმარტებით, ვერიფიცირების ფუნქცია აუცილებლად დაბრუნდება, თუმცა შეცვლილი სახით. აგრეთვე, Twitter-ის ფასიანი სერვისის მომხმარებელი საძიებო სისტემასა და კომენტარების სექციაში პრიორიტეტს მიიღებს; გარდა ამისა, ვერიფიცირებული მომხმარებლები სოციალურ ქსელში განთავსებული რეკლამების მხოლოდ ნახევარს ნახავენ და ისინი შედარებით ხანგრძლივი ვიდეოების ატვირთვის ფუნქციასაც მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ მასკის ინიციატივას სოციალური ქსელის მომხმარებელთა უდიდესი ნაწილისგან კრიტიკა მოჰყვა, თუმცა მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმე ამტკიცებს, რომ Twitter-ის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია შემოსავლების გაზრდა, ვერიფიცირების კომერციალიზაცია კი ამის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
მასკის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოთა შორისაა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანიც. მისი განცხადებით, ის მზად არის ილონ მასკს Twitter-ის ვერიფიცირების ფუნქციის 8-დოლარიანი თვიური გადასახადის გამო შეევაჭროს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო