მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხანძარია რაჭაშიც - ცეცხლი ტყის მასივს უკიდია

6306bd4715ddf
თამთა ჯიჯავაძე
25.08.22 04:01
1050
ბორჯომის გარდა, ხანძარია რაჭაშიც. კერძოდ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში ცეცხლი ტყის მასივს უკიდია.

მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

"ამ დროისათვის სიტუაცია სრულად კონტროლირებადია, ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს კერების დამუშავება." - აცხადებს ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე.

რაც შეეხება ბორჯომის მუნიციპალიტეტს, შსს-ის ცნობით, ხანძრის ქრობის უწყვეტ სამუშაოებში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.

ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებთან ერთად, საერთაშორისო დახმარების ფარგლებში, დღეს ჩაერთო და მთელი დღის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა თურქეთის რესპუბლიკის 3 სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი. დილიდან ხანძრის ქრობისა და პრევენციულ ღონისძიებებში ჩაერთო რკინიგზის დეპარტამენტის სახანძრო მატარებელიც.