მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-მ გადაწყვიტა უკრაინასა და საქართველოში გაცემული რუსული პასპორტები არ აღიაროს

636d44194d52b
ალა ისპირიანი
10.11.22 22:35
2223
ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ რუსეთის მოქალაქეების სამგზავრო დოკუმენტებს, რომლებიც უკრაინასა და საქართველოშია გაცემული არ აღიარებს. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს დღევანდელ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაში წერია, გადაწყვეტილება ოფიციალურად ევროპის პარლამენტმა და ევროპის კავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა დაამტკიცონ.

"აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე და რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქის საერთაშორისო პასპორტების მიცემაზე პასუხია.

ეს ასევე მოჰყვა, რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილების 2008 წელს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთმა ადგილობრივ მოსახლეობაზე რუსული პასპორტების გაცემა დაიწყო. ეს პროცესი შემდეგ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებშიც გაგრძელდა, რომლებსაც მაშინ დამოუკიდებლობა ჰქონდათ გამოცხადებული. იგივე პროცესი მიმდინარე წლის ივლისში ხერსონსა და ზაპოროჟიაშიც გაგრძელდა. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ რუსული პასპორტების სისტემატიური გაცემა რეგიონის მოსახლეობაზე საერთაშორისო სამართლის ნორმების, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევაა.