მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს

60eb32419d546
BM.GE
11.07.21 22:15
1171
შინაგან საქმეთა სამინისტრო "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს. სპეციალური ბრიფინგი უწყებაში 22:00 საათზე გაიმართა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შს სამინისტრომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაასაჯაროვა გარდაცვლილის გადაადგილების მარშრუტი.

“ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ალექსნადრე ლაშქარავა მიმდინარე წლის 10 ივლისს 15:28 წუთზე მოპედით ტოვებს საცხოვრებელ მისამართს. 15:31 წუთზე მეგობართან ერთად შედის ბახტრიონის ქუჩაზე ერთ-ერთ აფთიაქში, აქედან გამოსვლის შემდეგ იწყებს გადაადგილებას ფონიჭალის დასახლების მიმართულებით, სადაც ფიქსირდება 16:31 წუთზე, აღნიშნულის შემდეგ ფონიჭალიდან მოდის ორთაჭალაში და მოგვიანებით 19:41 წუთზე ბრუნდება ფონიჭალაში, საიდანაც გადაადგილდება დედაენის ბაღის მიმართულებით, სადაც დაჰყო გარკვეული პერიოდი, ხოლო 00:10 წუთზე ბრუნდება საბურთალოს ტერიტორიაზე საცოვრებელ მისამართზე, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში.

მისი დაბრუნების კადრები ასახულია საცხოვრებელი კორპუსის მიდმებარედ განთავსებულ ვიდეომოწყობილობებზე. შს სამინისტრო აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს, გღძელდება ყველა პირის გამოკითხვა და იმ ტექნიკური საშუალებების დათვალიერება, რომელიც შეიძლება გამძიებისთვის საწირო ინფორამციას ინახავდეს. მომხდარ ფაქტზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით გამოძიებისთის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის შედეგი”,- განაცხადეს შს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს “სირცხვილიას” ოფისთან “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეებმა სცემეს. შედეგად, მას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და თვალი, მას გასულ დღეებში ჩაუტარდა ოპერაციაც. ლექსო ლაშქარავა დღეს გამთენიისას გარდაცვლილი სახლში დედამ იპოვა. გარდაცვალების მიზეზები ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.