მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქსტატის ვებგვერდზე ბავშვებისა და მოზარდებისთვის ახალი პორტალი შეიქმნება

5f2d45212e8da
ვიქტორია მღებრიშვილი
07.08.20 19:30
1051
დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF) შორის ხელი მოეწერა საგრანტო ხელშეკრულებას - ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დოკუმენტს ხელი საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა მოაწერეს.

როგორც BM.GE-ის საქსტატში განუცხადეს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში დაგეგმილი პროექტის განხორციელება 2020 წლის აგვისტოდან დაიწყება და 2021 წლის ივლისში უნდა დასრულდეს. პროექტი კი ორი კომპონენტისგან შედგება:

• პროექტის პირველი კომპონენტის მიზანია ოჯახებსა და ბავშვებზე, მათ დასაქმებაზე და შემოსავლებზე COVID-19-ის ზეგავლენის შეფასება. ასევე სასურსათო უსაფრთხოების, მიგრაციის და ონლაინ სწავლების საკითხებზე, მათ შორის ოჯახების შესაძლებლობაზე ბავშვთა განვითარების საკითხებში ჩართულობის და მათზე მზრუნველობის შესახებ.

• მეორე კომპონენტის მიზანი კი ბავშვთა უფლებების დაცვა, ასევე ბავშვებისათვის ადვილად გასაგები და აღსაქმელი გზით, ინფორმაციაზე წვდომა, სტატისტიკის სფეროში ცოდნის გაღრმავების მიზნით. ამისთვის კი საქსტატის ვებგვერდზე ბავშვებისა და მოზარდებისთვის ახალი პორტალის უნდა შეიქმნას, სადაც სხვადასხვა ვიზუალური საშუალებების (ინფოგრაფიკა, ანიმაცია, ვიდეოგრაფიკა და ა.შ.) მეშვეობით მათ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ სასაგებლო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. მიზნობრივი აუდიტორია ორ ჯგუფს (8-12 წლის ასაკი და 13-19 წლის ასაკი) მოიცავს.

ამასთან, პროექტის ფარგლებში სტატისტიკური პუბლიკაცია „ბავშვები და მოზარდები საქართველოში“ გამოიცემა, სადაც სხვადასხვა წყაროებიდან სტატისტიკური ინფორმაცია იქნება თავმოყრილი.