მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4 იანვარი: ინფიცირების 594 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1963 პირი

5ff2c3c19d686
თელარა გელანტია
04.01.21 11:26
826
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 3 845 კვლევა ტესტით, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 594 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ჯამში, დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 229 763-ს.

ამასთან, გამოჯანმრთელდა 1 963 პირი, სულ - 222 405.

როგორც მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბოლო 24 საათში არის კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 2 628 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 594 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 226 შემთხვევა, აჭარა - 64, იმერეთი - 87, ქვემო ქართლი - 24, შიდა ქართლი - 20, გურია - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 64, კახეთი - 44, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.