მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF: უკრაინაში ეკონომიკური ვარდნა 7.2% იქნება, რუსეთში - 4.1%, თურქეთში კი - 5%

5f85bd7224164
შოთა ტყეშელაშვილი
13.10.20 19:00
1824
კორონავირუსის პანდემია რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე მძიმედ უკრაინის ეკონომიკაზე აისახება - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. 2020 წლის განმავლობაში უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტი 7.2%-ით შემცირდება, 2021 წელს კი, ქვეყანაში 3%-იანი აღდგენა არის პროგნოზირებული.

შედარებით ნაკლები - 4.1%-იანი ვარდნა იქნება რუსეთში, თურქეთის ეკონომიკა კი, წელს 5%-ით შემცირდება. საქართველოს მეზობელ სომხეთში 4.5%-იანი, აზერბაიჯანში კი 4%-იანი ვარდნა არის ნავარაუდევი. მომდევნო წლისთვის კი, ამ ორ ქვეყანაში 3.5%-ისა და 2%-ის ზრდა არის მოსალოდნელი. სავარაუდოდ, ამ ზრდის შესახებ პროგნოზი IMF-მა მოამზადა იქამდე, სანამ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირება დაიწყებოდა, რადგან ყარაბაღის კონფლიქტი გაგრძელების შემთხვევაში 2021 წლის ზრდაზეც აისახება. 

არსებული მონაცემებით, 2020 წლის რვა თვეში საქართველოს ეკონომიკა 5.6%-ით შემცირდა; შესაბამისად, იმისთვის, რომ IMF-ის პროგნოზი გამართლდეს, წლის ბოლო კვარტალში რეცესია 4%-ზე მეტი არ უნდა იყოს. 

IMF-ის მსგავსად საქართველოს მთავრობაც 2021 წელს 5%-იან აღდგენას მოელის, სწორედ ამ მაჩვენებელზე არის დაგეგმილი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტიც. შედარებისთვის ეს შედარებით უფრო ოპტიმისტური პროგნოზია, ვიდრე მსოფლიო ბანკის პროგნოზი, რომელიც 2021 წელს 4%-იან აღდგენას ელის.