07.აგვისტო .2020 14:37

დასაქმება მკვეთრ აღდგენას იწყებს - თიბისი კაპიტალი

views 542
უკან

დასაქმებაში მკვეთრი აღდგენაა, დაახლოებით 47 ათასზე მეტ ადამიანს ჩაერიცხა ხელფასი ივნისში, - ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ეკონომიკის გაჯანსაღებასთან ერთად, დასაქმება მკვეთრად აღდგენას იწყებს. კერძოდ, მაისში, 91 ათასით ნაკლებმა ადამიანმა მიიღო ხელფასი თებერვალთან შედარებით, ხოლო ივნისში ეს რიცხვი შემცირდა, შედეგად, დასაქმებულთა რიცხვი 47 ათასით გაიზარდა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ინფორმაცია მომზადებულია შემოსავლების სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით.

გარდა ამისა, თიბისი ბანკის მონაცემებით, ივლისში მაისთან შედარებით ბევრ ძირითად ინდუსტრიაში პოზიტიური დინამიკა შეინიშნება, ნეგატიური დინამიკა ფიქსირდება განათლების, პროფესიული საქმიანობის, გართობისა და ხელოვნების, ასევე ენერგეტიკის სექტორებში.