მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იპოთეკის სუბსიდირების" პროგრამით სულ ₾1 მილიარდის სესხია გაცემული - ხიდურელი

62c6f6e796cd3
თელარა გელანტია
07.07.22 20:45
1884
სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მიხეილ ხიდურელის ინფორმაციით, იპოთეკური სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სულ 1 მილიარდი ლარის იპოთეკური სესხია გაცემული.

ამის შესახებ ხიდურელმა BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში განაცხადა.

მისივე თქმით, ჯამში, პროგრამის ფარგლებში 10 000 ბინა გაიყიდა.

„თავის დროზე ამ პროგრამას ძალიან კარგი ეფექტი ჰქონდა... როდესაც ჩვენ ვხედავდით ფასების ვარდნას, ამ პროგრამის მეშვეობით, ფასები არათუ დავარდა, არამედ ზემოთ წავიდა. მეორე მხრივ, პროგრამას სოციალური დატვირთვაც ჰქონდა - დემოგრაფიის ხელშემწყობიც იყო“, - აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა.

კითხვაზე - გაგრძელდება თუ არა „იპოთეკის სუბსიდირების“ პროგრამა 2023 წელსაც, მიხეილ ხიდურელმა თქვა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება საქართველოს მთავრობის პრეროგატივაა.




რას გულისხმობს სახელმწიფო პროგრამა - "სუბსიდირებული იპოთეკური სესხი"?