მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძემ “თიბისიში” საკუთარი აქციების პაკეტი 9.9%-მდე გაზარდა

629f3061ccc03
შოთა ტყეშელაშვილი
07.06.22 15:12
3505
ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, 2022 წლის ივნისიდან, “თიბისის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ბანკის მაკონტროლებელ TBC PLC-ში საკუთარი სააქციო პაკეტი 9.9%-მდე გაზარდა. აქამდე ხაზარაძე “თიბისის” 8.82%-ს ფლობდა.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მამუკა ხაზარაძეს ამჟამად 5,460,231 აქცია ეკუთვნის, რომელთა ღირებულებაც მიმდინარე ფასებში 80.8 მილიონი გირვანქა სტერლინგია.

ამჟამად, "თიბისი ბანკის" ერთი აქცია 14.80 გირვანქა სტერლინგი ღირს.

ცვლილებამდე, 2022 წლის აპრილის მდგომარეობით, ბანკის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე აქციათა 14.5%-ს ფლობდნენ, EBRD - 5.1%-ს, ბანკის მენეჯმენტი - 3.4%-ს, IFC კი - 2.8%-ს.

ბანკის სააქციო პაკეტის 74.2% თავისუფალ ცურვაშია.