დღეს, 500Global-ის Demo Day-ზე ინვესტორებისა და მაყურებლის წინაშე ინოვაციური პლატფორმა Text’nPayMe წარსდგა, რომელიც ტრანზაქციების განხორციელების საშუალებას ნებისმიერი აპლიკაციის მეშვეობით გაძლევთ.
„ბაზარზე, ერთი მხრივ, არიან ფინანსური ინსტიტუტები, მეორე მხრივ კი - მომხმარებლები. სოციალური ქსელები და შეტყობინებების აპლიკაციები ეტაპობრივად ანაცვლებენ ფინანსურ ინსტიტუტებს P2P ბაზრიდან. ეს კი ხდება იმიტომ, რომ ისინი მომხმარებლებს პირდაპირ აპლიკაციებშივე აძლევენ გადახდის შესაძლებლობას.
დღევანდელი გადაწყვეტები გვთავაზობს, რომ ტრანზაქციისას დავტოვოთ საკომუნიკაციო აპლიკაცია და გადავიდეთ ფინანსურ აპლიკაციაზე. მაგალითად: დაბადების დღისთვის ფულის შეგროვებაზე WhatsApp-ში ვსაუბრობთ, მაგრამ გადასარიცხად და ასაგროვებლად აუცილებლად გვიწევს, გადავიდეთ საბანკო აპლიკაციაში. რასაკვირველია, უმჯობესი იქნება, გადაიხადოთ იმავე სივრცეში, სადაც საუბარი ფულზე დაიწყო. ეს არის სოციალური ქსელების და შეტყობინებების აპების გამოყენების შესაძლებლობა.
ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს გადახდის მობილურ კლავიატურას, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევს, გადააქციონ ნებისმიერი აპლიკაცია გადახდის ინტერფეისად, მათი ამჟამინდელი მომხმარებლის გამოცდილების შეფერხების გარეშე. გადაწყვეტის გამოყენება ისეთივე ინტუიციურია, როგორიც ტექსტის აკრეფა: მომხმარებლები უბრალოდ იყენებენ ტექსტურ ან ხმოვან ბრძანებებს შესაბამისი ტრანზაქციების შესასრულებლად“, - განაცხადა Text’nPayMe-ს დამფუძნებელმა, არტურ კარაპეტიანმა.
ცნობისთვის: 500 Global-ი გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანიაა, რომელიც განვითარების ადრეულ ეტაპში მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტირებს. დაფუძნების შემდეგ, 500 Global-მა 2600-ზე მეტ კომპანიაში განახორციელა ინვესტიცია - ამათგან, 45 კომპანიის ღირებულება $1 მილიარდს, ხოლო 130-ზე მეტი კომპანიის ღირებულება $10 მილიარდს აღემატება. 500 Global-ი მჭიდროდ თანამშრომლობს. 500 Global-ი კავკასიაში 500Georgia-ს სახელით, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 500Georgia-ს მიზნებს შორისაა საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ-კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი