მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობაზე ჯარიმებიდან ბიუჯეტში 9 მლნ ლარზე მეტი შევიდა

5e5e37492a1ed
ელენე გოგბერაშვილი
03.03.20 14:55
2675
მძღოლის, ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის 2019 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 233 660 ჯარიმა გამოწერა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელთან შედარებით სამართალდარღვევების რაოდენობა გაიზარდა. 2018 წელს ჯარიმების მოცულობა 102 968-ს შეადგენდა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, მძღოლის, ან მის გვერდით მჯდომი ადამიანის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა მძღოლის 40 ლარით დაჯარიმებას იწვევს.

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის იმ 233 660 დაჯარიმებულს შორის შეიძლება იყვნენ ისეთებიც, რომელთაც ჯარიმის გადაუხდელობისთვის საურავი დაეკისრათ. მხოლოდ პირველადი ჯარიმის რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, გასულ წელს ბიუჯეტში საჯარიმო სანქციებიდან მინიმუმ 9 346.4 ლარი შევიდა.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის 155,096 ჯარიმა გამოიწერა.

ავტომობილის მართვისას მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობის გამო გამოწერილი ჯარიმების განაწილება კვარტლების მიხედვით კი ასე გამოიყურება:

1 კვარტალი: 31 309
2 კვარტალი: 37 423
3 კვარტალი: 48 198
4 კვარტალი: 38 166

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რაოდენობის მიხედვით დედაქალაქი ლიდერობს.