მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემთხვევაში აგრარულ ბაზრებს ფუნქციონირების უფლება აქვთ-ჩიქოვანი

5e8da08bd70a9
ინგა მურუსიძე
08.04.20 13:53
775
უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემთხვევაში აგრარულ ბაზრებს ფუნქციონირების უფლება აქვთ, - ამის შესახებ პრემიერის პრეს-სპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა აგრარული ბაზრების ხელმძღვანელებთან იმისთვის, რომ უსაფრთხოების ნორმები დაინერგოს.

„პრაქტიკულად ყველა აგრარული ბაზარი დაიხურა, თუმცა გუშინ სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმღვანელის მიერ იქნა დამტკიცებული სპეციალური პროტოკოლი, რომელიც სავალდებულოა ყველა იმ ობიექტისთვის, რომელსაც აქვს სურვილი გააგრძელოს ფუნქციონიერება და საბითუმო რეჟიმში მიაწოდოს მომხმარებელს პროდუქტი. კონკრეტული აგრარული ბააზრების ადმინისტრაციებთან ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ყველა ზომა იქნას დაცული, რათა უზრუნველყოფილი იქნას უსაფრთხოება“, - განაცხადა ჩიქოვანმა.