მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უსაფრთხოების რა გაიდლაინი უნდა დაიცვან მოლებმა? - COVID-19-ის პრევენცია

5ed0fa9e64bdf
შოთა ტყეშელაშვილი
29.05.20 16:02
2179
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ეკონომიკის სექტორებისთვის დაამტკიცა უსაფრთხოების განახლებული გაიდლაინები, რომელთა დაკმაყოფილებაც მათთვის სავალდებულოა. ამ სფეროებს შორის მოხვდნენ ქვეყანაში მოქმედი დიდი სავაჭო ცენტრებიც. გაიდლაინები მოიცავს რეკომენდაციებს როგორც დამსაქმებლების, ასევე დასაქმებულებისა და მოვაჭრეების მიმართ. 

ძირითადი რეკომენდაციები:

o უზრუნველყავით სავაჭრო კომპლექსში ერთიანი შესასვლელისა და გასასვლელის შერჩევა;
o ერთიან შესასვლელთან მოაწყვეთ თერმოსკრინინგის კამერა სკანირებისთვის, რათა სამუშაოს დაწყების წინ გააკონტროლოთ პერსონალის/მომხმარებლების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთვევაში მოახდინეთ აღრიცხვა და დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს;
o ერთიან შესასვლელთან განათავსეთ დეზობარიერი, მასზე გავლის შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
o აკონტროლეთ მომხმარებელთა ნაკადი შესაბამისი უსაფრთხო დისტანციის დაცვით მოლის საერთო სივრცეში;
o მოლის საერთო სივრცეში უზრუნველყავით შენარჩუნდეს 10მ2 ფართზე 1 ადამიანის, ხოლო ინდივიდუალური ფართით მოსარგებლეთა სივრცეში 5მ2 ფართზე 1 ადამიანის დაშვების შესაძლებლობა;
o მოლის სივრცეში არ დაუშვათ მომხმარებელი ნიღბის გარეშე;
o აკონტროლეთ ვიზიტორთა ნაკადი, უსაფრთხო დისტანციის დასაცავად გამოიყენეთ სავალდებულო პირობითი ნიშნები (იატაკზე შესაბამისი სტიკერების/ნახაზების სახით;
o უზრუნველყავით საერთო გამოყენების ფართის ყოველდღიური დალაგება და დეზინფექცია სველი წესით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის № 01-123/ო ბრძანების ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ სათანადო დანართის შესაბამისად;
o უზრუნველყავით ესკალატორების სახელურების, ლიფტის ღილაკების, მოაჯირების, კარების სახელურების, საბანკო ტერმინალების და ხშირად გამოყენებული ზედაპირების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება ყოველ 2 საათში ერთხელ;
o უზრუნველყავით სანიტარული კვანძების დალაგება და დეზინფექცია დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 2 საათიანი ინტერვალებით;
o ინფექციის რისკის შემცირების მიზნით, აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამოყენებით უზრუნველყავით მომხმარებელთა ინფორმირებულობა კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ;
o საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების გამოცემამდე, აიკრძალოს სავაჭრო ცენტრებში არსებული კინოთეატრებისა და გასართობი ცენტრების, ასევე კვების ობიექტების საქმიანობები.

მოთხოვნები კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების მიმართ:

o უზრუნველყავით უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით;
o გადართეთ ვენტილაცია ნომინალურ სიჩქარეზე მოლის გახსნამდე 2 საათით ადრე და სიჩქარე შეამცირეთ მინიმალურამდე მოლის დახურვიდან 2 საათის შემდეგ;
o არ გამორთოთ ვენტილაცია და არასამუშაო საათებში ამუშავეთ ყველაზე მინიმალური სიჩქარით;
o სანიტარიულ კვანძებში დატოვეთ ჩართული ვენტილაცია 24/7 რეჟიმში;
o სველ წერტილებში გამორიცხეთ ფანჯრების გაღება, რათა უზრუნველყოთ ჰაერის ნაკადის სწორი მიმართვა;
o გადართეთ ვენტილაცია არანაკლებ 40% გარედან შემოსული ჰაერის ცირკულაციაზე;
o უზრუნველყავით ცენტრალური კონდიცირების სისტემის ფილტრების ყოველთვიური მონიტორინგი და დაბინძურების შესაბამისად (მაგრამ არანაკლებ 4 თვეში ერთხელ) მათი რეცხვა/გასუფთავება/გამოცვლა (საჭიროების მიხედვით).

დამსაქმებლის ვალდებულებები:

o არ დაუშვათ სამუშაო სივრცეში პირი, რომელიც არ არის აღჭურვილი სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (შესაძლებელია როგორც პირდაპირი აკრძალვა, ასევე ობიექტის მიერ სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა):
• ნიღაბი - სავალდებულოდ მოსახმარი;
• ხელთათმანები - საჭიროებისამებრ;
• სახის დამცავი ფარი - საჭიროებისამებრ;
• სპეციფიკური სამუშაოს შემთხვევაში - სპეცტანსაცმელი;
o განათავსეთ ხელის ჰიგიენის, რესპირატორული ჰიგიენის და კორონავირუსული ინფექციის გადაცემის თავიდან აცილების სხვა თვალსაჩინოებები (მათ შორის ნიღბის მორგების, მოხსნის შესაბამისი წესები);
o ობიექტზე უზრუნველყავით დასაქმებულთა/ ვიზიტორთა მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მეშვეობით.

დამლაგებლის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები:

დამლაგებელი აღჭურვილი უნდა იყოს შემდეგი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:
• ერთჯერადი სამედიცინო ნიღაბი;
• სპეც-ფორმა და ზემოდან ერთჯერადი ხალათი, სრული სახელოებით;
• სპეციალური/სქელი ხელთათმანები (მრავალჯერადი);
• თვალის დამცავი (სათვალე ან სახის ფარი);
• დახურული სპეცფეხსაცმელი.

სავაჭრო ცენტრის სივრცეში განთავსებული ინდივიდუალური ფართით მოსარგებლეთა ვალდებულებები:

o უზრუნველყოს სივრცეში 5მ2 ფართზე 1 ადამიანის დაშვების შესაძლებლობა;
o სამუშაო მაგიდებზე, იქ სადაც დასაქმებულს უწევს კონტაქტი ვიზიტორთან, დროებით დაამონტაჟოს გამჭვირვალე დამცავი ბარიერი, რათა მაქსიმალურად იქნეს აცილებული წვეთოვანი გზით ინფიცირების რისკი ან უკიდურეს შემთხვევაში თანამშრომლები უზრუნველყოს სახის ფარით, ხელთათმანითა და შესაბამისი სამედიცინო ნიღბით;
o ,,სავაჭრო კუნძულები“ აღჭურვოს ოთხივე მხრიდან გამჭვირვალე დამცავი ბარიერით, ხოლო ისეთ სავაჭრო კუნძულებზე, რომელთა დიზაინი და სპეციფიკა არ იძლევა კოლექტიური დაცვის საშუალებების გამოყენების შესაძლებლობას, დასაქმებულები აღჭურვოს სახის დამცავი ფარებით, პირბადეებით, ხელთათმანებით და უზრუნველყოს უსაფრთხო დისტანციით (2 მ);
o საჭიროების შემთხვევაში, დასაქმებულები უზრუნველყოს, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ხელთათმანები, ნიღაბი, დამცავი ფარი);
o უზრუნველყოს სათავსებში ავეჯის ისეთი განლაგება, რომ დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია;
o იმ შემთხვევაში თუ ვერ ხერხდება უსაფრთხო დისტანციის დაცვა დასაქმებულებს შორის (დახლების შემთხვევაში), გამოიყენოს გამყოფი ტიხრები (ბარიერები);
o უზრუნველყოს საკუთარი სივრცის შესასვლელში/სამუშაო ადგილზე ხელის სადეზინფექციო 70% ალკოჰოლის შემცველი ხსნარების განთავსება;
o აკონტროლოს ვიზიტორთა ნაკადი, უსაფრთხო დისტანციის დასაცავად გამოიყენოს სავაჭრო დახლების წინ (არსებობის შემთხვევაში) მოინიშნოს უსაფრთხო დისტანცირების მაჩვენებელი პირობითი ნიშნით;
o სავალდებულო პირობითი ნიშნები (იატაკზე შესაბამისი სტიკერების/ნახაზების სახით):
o მიაწოდოს ინფორმაცია დასაქმებულებს დასაქმებულებს COVID-19 ვირუსთან დაკავშირებული ყველა საკითხისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ (შესაძლებელია აუდიო ვიდეო სისტემის მეშვეობით);
o განათავსოს ჰიგიენური საშუალებებით დაცვის ღონისძიებების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია სათანადო ადგილას, მათ შორის ხელის დაბანის, ნიღბის მორგების, ტარების და მოხსნის წესები;
o უზრუნველყოს ყველა ხშირად შეხებადი ზედაპირის დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით 2 საათიანი ინტერვალებით (მათ შორის კლავიატურის, ქალაქის ტელეფონის, ღილაკების, კარების სახელურების, ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკების);
o უზრუნველყოს ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით 2 საათიანი ინტერვალებით, ხოლო სამუშაო დღის ბოლო მოხდეს მისი სრული დეზინფექცია;
o უზრუნველყოს სამუშაო სივრცის მუდმივი ვენტილაცია;
o უზრუნველყოს დასაქმებულთა/ ვიზიტორთა მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინოს ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყოს ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
o ანგარიშსწორებისთვის უპირატესობა მიანიჭოს უნაღდო ანგარიშსწორებას.

დასაქმებულთა ვალდებულებები:

ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას.
შესაბამისად, აუცილებელია სამუშაო ადგილზე განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:
o დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;
o სამუშაო პროცესი განახორციელეთ დამსაქმებლის/შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მიერ განსაზღვრული საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შესაბამისად;
o მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას და სხვა);
o მოერიდეთ თავშეყრას, დაიცავით რეკომენდაცია უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არანაკლებ 2 მ-სა);
o სამუშაოების შესრულებისას გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელსაც გაწვდით დამსაქმებელი;
o სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;
o გამოიყენეთ 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;
o დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მხარი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში;
o მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები