მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უსაფრთხოების რა ზომები უნდა დაიცვან ბანკებმა? - COVID-19-ის პრევენცია

5e8388f9adf24
შოთა ტყეშელაშვილი
01.04.20 10:40
986
COVID-19-ის პრევენციაზე ზრუნა დღეს საქართველოს მთავრობასთან ერთად, თითოეული მოქალაქისა და ბიზნესის ვალდებულებაა. უსაფრთხოების შესაბამისი ზომების გასატარებლად ჯანდაცვის სამინისტროს შემუშავებული აქვს გაიდლაინები, რომელთა დაცვაც სხვადასხვა სექტორებში მომუშავე კომპანიებს ვირუსის პრევენციაში დაეხმარება. წარმოგიდგენთ უსაფრთხოების რეკომენდაციებს ბანკებისთვის, აფთიაქებისთვის და სავაჭრო ობიექტებისთვის. (დოკუმენტი მოიცავს ვალდებულებებს, როგორც დასაქმებულებისთვის, ასევე - დამსაქმებლებისთვის)

გასატარებელი ზომები - ბანკები, აფთიაქები და სავაჭრო ობიექტები:


პერსონალი არ უნდა გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე იმ შემთხვევაში, თუ: 

  • მათ დატოვეს ვირუსის გავრცელების ქვეყნები ბოლო 14 დღის განმავლობაში; 
  • ბოლო 14 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ კორონავირუსის მატარებელ პირთან/პირებთან (მათ უნდა გაიარონ თვითიზოლაცია/კარანტინი შესაბამისად დადგენილი წესით); 
  • აღენიშნებათ რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, სუთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.); 
  • მიეკუთვნებიან COVID-19-ით დაინფიცირებისა და გართულებების მაღალი რისკის მქონეებს: 70 წელს გადაცილებული, აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე პირები. 


დამსაქმებლის ვალდებულებები 

  • მიუხედავად იმისა, არის თუ არა გამოვლენილი ინფექციის შემთხვევა, შეიმუშაოს საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა, რაც ხელს შეუწყობს ავადმყოფობის გამო გაცდენილი სამუშაო დღეების შემცირებას, გამოვლენის შემთხვევაში კი - გავრცელების პრევენციას;
  • სამუშაოს დაწყების წინ უნდა გაკონტროლოს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა;
  • მიაწოდოს ინფორმაცია ყველა თანამშრომელს და კონტრაქტორს, დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს უსაფრთხო მუშაობის პროცედურებისა და ვირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ;
  • იქ, სადაც შესაძლებელია სამუშაოს შესრულება განხორციელდეს დისტანციურად, უზრუნველყოს მუშაობის ამგვარი მეთოდის გამოყენება;
  • პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე უზრუნველყოს დახურული სივრცეების/ სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია და სამუშაო ადგილების სველი წესით დასუფთავება და დეზინფექცია;
  • მუშაობის მიმდინარეობისას, სამუშაო დროის განმავლობაში დააწესოს სანიტარული შესვენებები. გამოყოს პიროვნება ვინც დაამუშავებს სამუშაო პლატფორმას შესაბამისი წესით;
  • ეცადოს მოძებნოს ნაღდი ფულის გამოყენების შემცირების გზები. წაახალისოს დისტანციური გადახდები. შენობის შესასვლელებში განათავსოს დეზობარიერები, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
  • თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ხელის ჰიგიენური საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები;
  • დარწმუნდეს, რომ დასაქმებულებს აქვთ წვდომა ხელის ჰიგიენურ საშუალებებთან (მათ შორის თხევად საპონთან და ქაღალდის ხელსახოცებთან) და სახის ნიღბებთან; უზრუნველყოს გამოყენებული ჰიგიენური საშუალებები განათავსება დახურულ კონტეინერებში და მათი დროული გატანა შენობიდან, შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
  • უზრუნველყავთ მობილური/ქალაქის ტელეფონის გამოყენების შემთხვევაში მისი პერიოდული დამუშავება შესაბამისი წესით. ხშირად გამოიყენეთ სადეზინფექციო საწმენდი საშუალებები მის გასაწმენდად;
  • შეზღუდოს მომხმარებლების და ფართო საზოგადოების დაშვება ობიექტებზე, ან ისინი მხოლოდ განსაზღვრულ სამუშაო არეალში დაუშვას. დააწესოს კონტროლი და შეიმუშაოს შესაბამისი სქემა მომხმარებელთა ნაკადის ეტაპობრივ დაშვებაზე;
  • სამუშაო მაგიდებზე, იქ სადაც დასაქმებულს უწევს კონტაქტი ვიზიტორთან, დროებით დაამონტაჟოს გამჭვირვალე დამცავი ბარიერი, რათა მაქსიმალურად იქნას აცილებული წვეთოვანი გზით ინფიცირების რისკი ან უკიდურეს შემთხვევაში თანამშრომლები უზრუნველყოს სახის ფარით, ხელთათმანითა და შესაბამისი რესპირატორით;
  • დასაქმებულები უზრუნველყოს შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ხელთათმანი, რესპირატორი);
  • ვიზიტორთა შორის დისტანციის დასაცავად გამოიყენოს სავალდებულო პირობითი ნიშნები (იატაკზე შესაბამისი სტიკერების/ნახაზების სახით);

დასაქმებულთა ვალდებულებები

ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას. შესაბამისად, აუცილებელია სამუშაო ადგილზე განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:

  • დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;
  • დაასუფთავეთ სადეზინფექციო საშუალებებით სამუშაო ზედაპირები, თუ ხელსაწყოები;  
  • საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ, საპირფარეშოში შესვლის და გამოსვლის შემდეგ საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით და კარგად გაიმშრალეთ ;
  • მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას, ჩახუტებას და სხვა) და დაიცავით უსაფრთხო დისტანცია (არანაკლებ 2 მ-სა);
  • დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი მოათავსეთ ურნაში;  
  • გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას; 
  • მუშაობის პერიოდში მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება, ასევე მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას.  მობილური ტელეფონის/ქალაქის ტელეფონის გამოყენებისას გახსოვდეთ, რომ ტელეფონს შეეხეთ ხელებით, რომელიც პოტენციურად ვირუსის გადამტანია. ხშირად გამოიყენეთ სადეზინფექციო საშუალებები.