მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უსაფრთხოების რჩევები კიბერთაღლითობის (ფიშინგის) პრევენციისთვის

612cb0503806d
BM.GE
30.08.21 21:30
1002
ბოლო პერიოდში კიბერთაღლითობის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა. დამნაშავეები ცდილობენ მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებსა და საბანკო ბარათებზე თაღლითური გზით მოიპოვონ ინფორმაცია.

კიბერდამნაშაავეები სამი სქემით მოქმედებენ:

1. ფიშინგ ვებ-გვერდები:
კიბერ დამნაშავე ინტერნეტბანკის ანალოგიურ ვებ-გვერდს ქმნიან და მას სოციალურ ქსელებში არეკლამებენ ისე, თითქოს რაიმე გათამაშებაში შეეძლოს მომხმარებელს მონაწილეობის მიღება. თაღლითურ ვებ-გვერდზე პაროლის და სმს კოდის შეყვანის შემთხვევაში, კიბერ დამნაშავეს შეუძლია მიითვისოს თანხები მომხმარებლის საბანკო ანგარიშებიდან.

2. თაღლითური მეილები:
კიბერ დამნაშავეები ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ბმულით ან მიბმული ფაილით ითხოვენ პერსონალური მონაცემების გაზიარებას. მათ მიერ გამოგზავნილ ბმულზე გადასვლის, ან ფაილის გახსნის შემთხვევაში, შესაძლოა ინტერნეტ-თაღლითობის მსხვერპლი გახდეთ.

3. თაღლითური sms და ზარები:
კიბერ დამნაშავეები მოკლე ტექსტური შეყტობინებებით ან ზარებით ცდილობენ თქვენი პერსონალური ინფორმაციის მოპარვას. როგორ წესი, მათ თქვენი ბარათის მონაცემები და პაროლი აინტერესებთ.

როგორ დავიცვათ თავი ფიშინგისგან:

• ყურადღებით დააკვირდით იმ ვებ-გვერდის მისამართს, სადაც პაროლი შეგყავთ. ზოგიერთ შემთხვევაში, გაყალბებული მისამართი შეიძლება მხოლოდ ერთი სიმბოლოთი განსხვავდებოდეს ნამდვილისგან;

• მობილური მოწყობილობიდან, ისარგებლეთ მობაილბანკის აპლიკაციით.

• დააკვირდით ელეტრონული ფოსტის გამომგზავნის მისამართს. ის შესაძლოა მხოლოდ ერთი სიმბოლოთი განსხვავდებოდეს რეალურისგან. დააკვირდით ტექსტის შინაარსა და სტილისტიკას. როგორც წესი, კიბერ დამნაშავეები გაუმართავი ტექსტით წერენ ადრესატს;

• არ გადახვიდე საეჭვო ბმულებზე და არ გახსნათ მეილზე მიბმული საეჭვო ფაილები;

• თუ მეილს საეჭვოდ ჩათვლით, დაუკავშირდით კომპანიას ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებულ ნომერზე და კითხეთ, მეილი ნამდვილად მათ ეკუთვნით თუ არა;

• არასდროს გააზიაროთ თქვენი პაროლი ან პინ კოდი. არცერთი კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი თქვენი პაროლის მონაცემების გაზიარებას არ მოგთხოვთ;

• თუ ფიქრობთ, რომ თქვენი პაროლი გამჟღავნდა ან თაღლითობის მსხვერპლი გახდით, დაუყონებლივ შეცვალეთ პაროლი და დაუკავშირდით ბანკს.
(NS)