მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უსაფრთხოების საბჭოს პიარის თანხლებით გამართვა და შოუს დადგმა ჩემი ხელწერა არაა - ღარიბაშვილი

6218948436cd1
ინგა მურუსიძე
25.02.22 12:52
740
"უსაფრთხოების საბჭოს პიარის თანხლებით გამართვა და შოუს დადგმა ჩემი ხელწერა არ არის", - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, გაიმართება თუ არა გაფართოებულ ფორმატში უსაფრთხოების საბჭოს სხდომა.

რაც შეეხება კითხვას, მივა თუ არა პარლამენტში, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ამის საჭიროება არ არის და არ მივა.

"ჩვენ, ჩვენი ხელისუფლება და მთავრობა, ჩემი მეთაურობით, ვატარებთ ეროვნულ პოლიტიკას. უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა პიარის თანხლებით და რაღაც შოუს დადგმა არ არის ჩემი ხელწერა. მე საქმეზე ვფიქრობ მხოლოდ და ჩემი ქვეყნის ინტერესებზე.

უპასუხისმგებლობა და მავნებლობაა ის პოლიტიკა, ის უსარგებლო ხმაური, რასაც ოპონენტები აკეთებენ და ეს ყველაფერი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ბუნებრივია, მე გუშინ მთელი დღის განმავლობაში უსაფრთხოების კაბინეტთან მქონდა განხილვა ლაივ-რეჟიმში, რომ იტყვიან იმ ინფორმაციების რომელიც მოეწოდებიდა ჩვენს სამსახურებს და ეს არის ჩვეულებრივი, ჩემი ყოველდღიური მუშაობის შემადგენელი ნაწილი,.შესაბამისად, ჩემი პასუხია შემდეგი - უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა დღეს, ამ ვითარებაში არავითარ საჭროებას არ წარმოადგენს.

რაც შეეხება პარლამეტში უნდა გამართულიყო თუ არა, მე რა თქმა უნდა არ მივალ, მე მაქვს ჩემი საქმე, პარლამენტს თავისი საქმე აქვს. ომი უკრაინაში მიმდინარეობს და ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი შეშფოთებით და ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით იქ განვითარებულ მოვლენებს, ეს ერთი. და მეორე - უპასუხისმგებლობა და მავნებლობაა ის პოლიტიკა, ის უსარგებლო ხმაური, რასაც ჩვენი ოპონენტები აკეთებენ, არაფრის მომცემი. პირიქით, ეს ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათი ამოცანაა პროვოკაციების მოწყობა და იმ უბედურების გამეორება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში მათ ვერ აირიდეს,“ - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ღალატია, რომ სიბრიყვით ვერ აიცილებ თავიდან პროვოკაციას და ქვეყანაში ომი დაიწყება.