29.ივლისი .2020 17:30

უსაფრთხოების ზომების დაცვით, ტურიზმის სწრაფად აღდგენა აუცილებელია - ზურაბ პოლოლიკაშვილი

views 1415
უკან

UNWTO-ს გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის აზრით, უსაფრთხოების ზომების დაცვით, ტურიზმის სწრაფად აღდგენა აუცილებელია.

საქმე იმაშია, რომ UNWTO-ს განახლებული ანგარიშის მიხედვით, მაისის მონაცემებით, საერთაშორისო ტურისტების რიცხვი 98%-ით ანუ 300 მილიონი ტურისტით იყო შემცირებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ზარალმა 320 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც სამჯერ აღემატება გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროინდელ მაჩვენებელს, რომელიც 2009 წელს დაფიქსირდა.

„ეს რიცხვები ცხადყოფს, თუ რამდენად რისკის ქვეშ დგება გლობალური ეკონომიკა და ასევე, აჩვენებს, რამდენად აუცილებელია, უსაფრთხოების ზომების დაცვით ტურიზმის სწრაფად აღდგენა. დრამატულად შემცირებული საერთაშორისო ტურიზმი მილიონობით ადამიანის კეთილდღეობას აყენებს რისკის ქვეშ, ასე რომ, ტურიზმი უნდა აღდგეს, რაც შეიძლება მალე. ყველა მთავრობას, მსოფლიოს მასშტაბით, ერთიდაიგივე ამოცანები აქვს - იზრუნოს საზოგადოების ჯანმრთელობაზე და შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები და ბიზნესი. მათ, ასევე, უნდა შეინარჩუნონ თანამშრომლობის და სოლიდარობის სულისკვეთება, თავი შეიკავონ ცალმხრივი გადაწყვეტილებების მიღებისაგან და ხელი შეუწყონ იმ ნდობის ჩამოყალიბებას, რომლის შექმნაზეც ბევრს ვმუშაობთ“, - აცხადებს პოლოლიკაშვილი.

UNWTO-ს ანგარიშში საუბარია იმაზე, თუ რა დაუჯდება კორონავირუსით გამოწვეული ლოქდაუნის დროს გლობალურ ტურიზმს სექტორში არსებული უძრაობა.