მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა „BIZ-Link Guided Growth“ ინიციატივას იწყებს

607d5be91f739
თელარა გელანტია
19.04.21 14:38
1230
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა იწყებს „BIZ-Link Guided Growth“ ინიციატივას, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს სამიზნე სექტორებში მოღვაწე მცირე და საშუალო მეწარმეებს ფინანსების მოზიდვაში, საექსპორტო გაყიდვებში, ბიზნეს მოდელის ტრანსფორმაციაში ან, შესაბამისი სერტიფიკატების მიღებისთვის, მათი ბიზნესისთვის საჭირო ტექნიკური სტანდარტების იდენტიფიცირებასა და დანერგვაში.

პროგრამის ხელშეწყობა გამოიხატება მეწარმეებისთვის შესაბამისი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა მომსახურების თანადაფინანსებაში, რომლებიც უშუალოდ დაგეგმავენ, წარმართავენ და განახორციელებენ კომპანიების იმ საოპერაციო აქტივობებს, რომლებიც გამიზნულია აღნიშნული მიზნების მიღწევაზე.

ამ ეტაპზე, ინიციატივაში მონაწილეობაზე ინტერესის გამოსახატად, საკმარისია დაინტერესებულმა მეწარმეებმა შეავსონ ძალიან მარტივი აპლიკაციის ფორმა, რომლის შევსებაც შესაძლებელია 10-15 წუთში. ამისთვის, ისინი უნდა გაეცნონ პროექტის აღწერასა და განაცხადის შემოტანის ინსტრუქციას, რომელიც მოცემულია შემდეგ ბმულზე

 შერჩევის პროცესი დაინტერესებულ მეწარმეებს ეცნობებათ აპლიკაციის შემოტანიდან 2 კვირის განმავლობაში.