მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

USAID-ის დახმარებით საპენსიო სააგენტოს ორგანიზაციული სტრატეგია შემუშავდება

627bcc7d5d605
BM.GE
11.05.22 22:30
2040
საქართველოს საპენსიო სააგენტოს განცხადებით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების (HICD) პროექტის ხელშეწყობით, საპენსიო სააგენტოს გრძელვადიანი ორგანიზაციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემუშავდება.

“სტრატეგიული დაგეგმვის პროცესს, GEC-ის ორგანიზაციული განვითარების ექსპერტთა გუნდი გაუძღვება და შემდეგი ძირითადი მიმართულებებით იმუშავებს: სამწლიანი ორგანიზაციული განვითარების სტრატეგიის შექმნა, ორგანიზაციის მისიის, ხედვის, ღირებულებების, საშუალოვადიანი პრიორიტეტების, მიზნებისა და სტრატეგიული ამოცანების განსაზღვრა. ასევე, გაიწერება დეტალური სამოქმედო გეგმა, კონკრეტული აქტივობების და მონიტორინგისა და შეფასების კრიტერიუმების მითითებით.

პროგრამა მიზნად ისახავს საპენსიო სააგენტოსა და HICD პროექტს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას,”- ნათქვამია საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 2022 წლის 10 მაისის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.3 მილიარდი ლარია, ამონაგები კი, 329 მილიონ ლარს შეადგენს. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 275 ათასი ადამიანია. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 1,809 პირმა. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და საშუალოდ თვეში 10,000 ახალ გაწევრიანებულ მონაწილეს შეადგენს.