მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

USAID-ის პროექტი "ზრდა" რიცხვებში: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებმა $41.8 მლნ-ის შემოსავალი მიიღეს

6197b13038666
ვიქტორია მღებრიშვილი
19.11.21 22:50
778
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული 5-ზე მეტწლიანი პროექტით „ზრდა საქართველოში“ („ზრდა“), საქართველოს მასშტაბით, 6 რეგიონის 81 თემში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებმა 41 861 603 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღეს. ინფორმაციას USAID-ი ავრცელებს.

USAID-ის პროექტის დახურვის ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ პროექტი მიკრო, მცირე, და საშუალო საწარმოების განვითარებას, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლების ზრდას, მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას და განვითარებას, რამაც საერთო ჯამში, ხელი შეუწყო პროექტის სამიზნე რეგიონებში მცხოვრები ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მდგრადობას ისახავდა მიზნად.

მათივე ინფორმაციით, 5-ზე მეტი წლის მანძილზე, პროექტის „ზრდა საქართველოში“ მიერ მიღწეული ძირითადი შედეგები ასეთია:

• 41 861 603 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღეს მიკრო, მცირე, და საშუალო საწარმოებმა;
• 1 241 ბიზნესმა გაზარდა გაყიდვები პროექტის დახმარებით და მიიღო მეტი შემოსავალი;
• შეიქმნა 3 500 სამუშაო ადგილი, მათ შორის 1 706 სრულგანაკვეთიანი;
• 18 480 ოჯახის შემოსავალი 25%-ით გაიზარდა;
• მედეგობის ინდექსი პროექტის სამიზნე 81 თემში საარსებო წყაროებთან დაკავშირებული შოკების და რისკების მიმართ 45%-ით გაიზარდა;
• 5 119 ბენეფიციარს მედეგობა საარსებო წყაროებთან დაკავშირებული შოკების და რისკების მიმართ გაეზარდა;
• საქართველოს მთავრობისგან და სხვა სტრუქტურებთან ინფრასტრუქტურული და არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, პროექტმა 6 196 794 დოლარის ოდენობის ინვესტიცია მოიზიდა;
• პროექტის სამიზნე რეგიონებში მცხოვრები 26,070 ბენეფიციარი სარგებლობს განახლებული ინფრასტრუქტურით.

პროექტმა „ზრდა საქართველოში“ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან (bp, „აჭარა ჯგუფი“, „კრისტალი“ და ა.შ) პარტნიორობის ფარგლებში მრავალი ინფრასტრუქტურული თუ ბიზნესის მხარდამჭერი ინიციატივა განახორციელა. „ზრდამ“, ასევე ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, წარმატებით ითანამშრომლა საჯარო სექტორთან, მათ შორის:

„საპარტნიორო ფონდთან“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და ა.შ.

USAID-ში განმარტავენ, ეკონომიკური განვითარებისა და მედეგობისაკენ მიმართული, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი აქტივობების განხორციელებით, პროექტმა „ზრდა საქართველოში“ ნათლად წარმოაჩინა ამერიკის შეერთებული შტატების პრიორიტეტები და დახმარების სურვილი ქვეყანაში არსებული ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარე, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებული თემების მიმართ, ასევე ცხადყო, რომ ევროატლანტიკური ორიენტაცია ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკური მდგრადობის მიღწევას.

ცნობისთვის: USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში 1992 წლიდან, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ამერიკელი ხალხი, მხარს უჭერს საქართველოს თავისუფალი და განვითარებული დემოკრატიის მშენებლობაში. USAID-ის 30-ზე მეტი მიმდინარე პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, ენერგოუსაფრთხოების გაძლიერა, ჯანდაცვისა და განათლების სისტემების გაუმჯობესება, მზარდი სოციალური ინტეგრაცია. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia