მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

USAID-მა ოკუპირებულ აფხაზეთს COVID-19-თან ბრძოლისთვის ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

5fb0dac082e4a
BM.GE
15.11.20 11:31
808
USAID-მა ოკუპირებულ აფხაზეთს COVID-19-თან ბრძოლისთვის ჰუმანიტარული დახმარება გადასცა. USAID-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთის ცენტრალურ სან-ეპიდსამსახურის ლაბორატორიას გადაეცა 40 კილოვატიანი დიზელის გენერატორი, რაც ლაბორატორიაში 24 საათიან ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს. 

"აფხაზეთის მოსახლეობა მნიშვნელოვნად დაზარალდა COVID-19 პანდემიისგან. პანდემიის გავრცელების შეჩერების მიზნით USAID/საქართველო სამედიცინო პერსონალს საჭირო აღჭურვილობით და ტრენინგებით უზრუნველყოფს.
USAID-ის მხარდაჭერით ცენტრალურ სან-ეპიდსამსახურის ლაბორატორიას 40 კილოვატიანი დიზელის გენერატორი გადაეცა, რომელიც PCR ტესტირების ჩატარების დროს ლაბორატორიას უწყვეტი ელექტროენერგიით უზრუნველყოფს.
დახმარება განხორციელდა USAID Horizon-ის პროგრამის ფარგლებში UNDP-ისთან პარტნიორობით.
პანდემიის დამარცხების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით პროგრამა უწყობს ხელს სამედიცინო პროფესიონალების თანამშრომლობას (მათ შორის აფხაზეთიდან და თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიებიდან),"- ნათქვამია USAID-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.