მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

USAID: სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქვეყნის სურსათით მომარაგებას ეფექტიანად უმკლავდება

5e8c1e1dc1cc9
ინგა მურუსიძე
07.04.20 11:21
622
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მოადგილეებთან ხატია წილოსანთან და სოლომონ პავლიაშვილთან ერთად, USAID-ის მისიის დირექტორ პიტერ ვებლერს შეხვდა.

შეხვედრას USAID/საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის ხელმძღვანელი მარიკა ოლსონი დისტანციურად დაესწრო.

როგორც bm.ge-ის სამინისტროდან აცნობეს, ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხდა ამერიკის მთავრობას და USAID-ს ყველასთვის რთულ სიტუაციაში თანადგომისთვის და ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ამერიკელი ხალხის და მთავრობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ ახლა განსაკუთრებული ერთობის და კონსოლიდაციის დროა.

„შეხვედრაზე მხარეებმა პრიორიტეტებზე დაფუძნებული ეფექტიანი ეკონომიკური სარეაბილიტაციო გეგმის შემუშავების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. საუბარი შეეხო ცირკულარული ეკონომიკის წახალისების, კერძოდ, ნარჩენების მართვის, დაცული ტერიტორიების, სასურსათო უსაფრთხოების და მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერის მნიშვნელობის საკითხებს“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

როგორც პიტერ ვებლერმა განაცხადა, არსებულ ვითარებაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ქვეყნის სურსათით მომარაგების და მარაგების კონტროლის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრია, რასაც ეფექტიანად უმკლავდება.

პიტერ ვებლერმა მინისტრს მხარდაჭერა აღუთქვა.