მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უშაქრო საკონდიტრო წარმოებამ კიდევ ერთი ფილიალი გახსნა

63e369acc0d38
თინათინ ნატმელაძე
08.02.23 22:37
7774
„უშაქრო“ - ასე ჰქვია საკონდიტრო წარმოებას, რომელიც გასულ წელს ამოქმედდა და მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე ახალი ფილიალიც გახსნეს. როგორც მისი დამფუძნებელი რუსა კვანტალიანი BM.GE-თან ამბობს, გაფართოვდა პროდუქციის ასორტიმენტიც, რაც ამჟამად 55 სახეობის საკონდიტრო ნაწარმს ითვლის.

"საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა ისეთი, რომელიც შაქარზე უარს მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემების გამო კი არა, მხოლოდ იმიტომ ამბობენ, რომ ცუდი პროდუქტია,“ - განაცხადა რუსა კვანტალიანმა.

მისივე ცნობით, საკონდიტროსთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ნედლეულის ფასის ზრდაა.

„ძალიან გვინდოდა, დაბალ შემოსავლიან სეგმენტზეც გავსულიყავით, მაგრამ ინგრედიენტებმა ამის შესაძლებლობა არ მოგვცა. ვიყენებთ ხუთ სხვადასხვა სახის შაქრის შემცვლელს, აქედან ერთ-ერთის საფასური 95 ლარია, ასევე ვიყენებთ ბელგიურ შოკოლადს, რომელიც ასევე ძვირი გვიჯდება. პროდუქტის ჩანაცვლების კომპრომისზე ვერ წავალთ, რადგან ხარისხზე ვართ ორიენტირებული, ამ დროს კი მომხმარებელს არ მოსწონს, როცა ფასებს ვზრდით. ეს დიდი გამოწვევაა, რის გამოც მაქსიმალურად ვცდილობთ, შედარებით დაბალი ღირებულების პროდუქტიც ვაწარმოოთ,“ - განმარტავს „უშაქროს“ დამფუძნებელი.

კვანტალიანი სამომავლო გეგმებზე საუბრისას ამბობს, რომ მალე შესაძლოა ბათუმშიც გამოჩნდნენ, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ ეს მათი პირადი მაღაზია იქნება თუ რომელიმე ქსელში შესვლა.

ინფორმაციისთვის, საკონდიტრო საერთო ჯამში 17 ადამიანს ასაქმებს, აქედან 5 კადრი ახალ ფილიალში დასაქმდა.