მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტზე ლევან იზორია ვახტანგ გომელაურმა ჩაანაცვლა

5e4cd76f236ef
ინგა მურუსიძე
19.02.20 10:31
1034
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უსაფრთხოების საბჭოს მდივნად შს მინისტრი ვახტანგ გომელაური წარადგინა.
როგორც გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გომელაური უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს შეთავსებით დაიკავებს.

„მოგეხსენებათ, უშიშროების საბჭო არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც ეფექტურად უნდა მუშაობდეს და ფუნქციონირებდეს და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. წარმოგიდგენთ უშიშროების საბჭოს ახალ მდივანს და ეს არის შს მინისტრი ვახტანგ გომელაური. ვულოცავ ბატონ ვახტანგს ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნას, პოსტს დაიკავებს რა თქმა უნდა შეთავსებით და ეს ნიშნავს, რომ მისი ფუნქციონალი, ისევე როგორც ძალისხმევა, იქნება გაზრდილი და უფრო ეფექტური“, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტს ამ დრომდე ლევან იზორია იკავებდა.