25.ნოემბერი .2021 23:49

უვადო "მწვანე პასპორტების" გაცემის პრეცედენტი ვერცერთ ქვეყანაში ვერ ვნახე – კულუმბეგოვი

უვადო "მწვანე პასპორტების" გაცემის პრეცედენტი ვერცერთ ქვეყანაში ვერ ვნახე – კულუმბეგოვი
views 1091
უკან

ჩვენმა ქვეყანამ რატომღაც გადაწყვიტა, რომ უვადოდ მიეცემა ადამიანს კორონავირუსის გადატანის შემდგომ კოვიდპასპორტი,– ამის შესახებ ალერგოლოგ–იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, ვისთან მოხდა კონსულტაციის გავლა, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.

ვეძებ და მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში მსგავსი პრეცედენტი უბრალოდ ვერ ვნახე– ამბობს კულუმბეგოვი.

ასევე, მისი თქმით, გაუგებარია, რისთვის არის საჭრო ორმაგი – გარე და შიდა მოხმარების კოვიდ პასპორტები საქართველოში.

“განმარტებას ვითხოვთ, როგორც სპეციალისტები და ამ ქვეყნის უბრალოდ მოქალაქეები, რას ეფუძნება გადაწყვეტილება, თუნდაც იგივე ორმაგი, საგარეო მოხმარებისა და საშინაო მოხმარების პასპორტების შემოღების შესახებ”,– აცხადებს კულუმბეგოვი.

კითხვაზე, რა გავლენა ექნება მწვანე პასპორტების შემოღებას საქართველოში და იქნება თუ არა მოტივაცია ვაქცინაციის გააქტიურებისთვის, კულუმბეგოვი ამბობს, რომ დიდი გავლენა მწვანე პასპორტს აცრის პროცესზე სავარაუდოდ, ვერ ექნება. მისი განმარტებით, 800 ათასზე მეტ მოქალაქეს ოფიციალურად გადატანილი აქვს კოვიდი, ხელისუფლებამ კი ისინი აცრისგან პრაქტიკულად გაათავისუფლა.

"შეიძლება, ეს იყოს 5 ან 10- პროცენტიანი მიხმარება და მეტი არ იქნება იმიტომ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი, დაახლოებით 50% უკვე იმუნურია, ან გადატანილი აქვს, ან აცრილია”,– აცხადებს კულუმბეგოვი.

შეგახსენებთ, 1 დეკემბრიდან საკვებ და ზოგიერთ გასართობ დაწესებულებაში შესვლისას სავალდებულო ხდება კოვიდ მწვანე პასპორტის წარდგენა, რომელშიც უნდა იყოს დაფიქსირებული, რომ პირი ან აცრილია, ან ბოლო 72 საათში გაკეთებული აქვს პისიარ ტესტი(ან სწრაფი ტესტი), ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. ევროპული და განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა კოვიდგადატანილებს აცრისგან 6 თვით ათავისუფლებს, საქართველოს პრემიერის გადაწყვეტილებით, კი კოვიდგადატანილ პირებს მწვანე პასპორტი უვადოდ მიეცემათ.

იმნაძის აზრით, კოვიდგადატანილებისთვის უვადო "მწვანე სტატუსის" მინიჭების გადაწყვეტილება შესაცვლელია

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა