მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უვიზო რეჟიმის შემდეგ საქართველოდან საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა - ელჩი

5ed52739438c2
თამთა ჯიჯავაძე
01.06.20 22:10
7522
უვიზო რეჟიმთან ერთად ჩვენ დავინახეთ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა მთლიანად ევროკავშირში და განსაკუთრებით საფრანგეთში, – ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა BMG-ისთან ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის კუთხით საფრანგეთში მეორე-მესამე პოზიციას იკავებდნენ, რაც ელჩის თქმით, გასაკვირი იყო, ვინაიდან საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა.

„საქართველო მშვენიერი ქვეყანაა საცხოვრებლად, მთავრობა ზოგადად პატივს სცემს ფუნდამენტურ და პოლიტიკურ უფლებებს და ამიტომაც ვფიქრობთ, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი არ შეესაბამება საქართველოში არსებულ ვითარებას. ეს სრულად არ არის უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული, თუმცა, უვიზო რეჟიმის შემდეგ რიცხვები გაიზარდა. ეს არის პროცესი, რომელსაც უნდა მივხედოთ. რაც შეეხება რიცხვებს, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი ევროკავშირში 2018 წელს 18 000 იყო საქართველოდან, 2019 წელს კი 21 000-მდე გაიზარდა. საფრანგეთში კი 2018 წელს 8 000-ზე ცოტათი ით ნაკლები იყო, ხოლო 2019 წელს 8 000-ზე ცოტათი მეტი. თუმცა, ჩვენ საკმაოდ საინტერესო ფენომენის მომსწრე გავხდით. 2018 წლის ზამთარსა და 2019 წლის გაზაფხულზე საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა. ამ პერიოდში დაახლოებით 1 000 თავშესაფრის მაძიებელი ჩავიდა საფრანგეთში აქ ჩვენ ვნახეთ რომ ვითარებამ მიაღწია ძალიან ნეგატიური განვითარების დონეს, რაც საფრთხის წინაშე აყენებდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმს“, – აღნიშნა ელჩმა.

მისივე თქმით, მაშინ საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთს შორის "ძალიან კარგი თანამშრომლობა შედგა", რათა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა შეჩერებულიყო საქართველოდან.

„გასული წლის მაისში, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვია საქართველოს და შეხვდა მაშინდელ შს მინისტრ გიორგი გახარიას. მათ ჰქონდათ ძალიან კარგი შეხვედრა, მათ განათავსეს პასუხისმგებელი ოფიცრები აეროპორტებში, რათა შემოწმებულიყო რეალური მიზეზი საფრანგეთში გამგზავრების. ეს დაეხმარა საზღვრის კონტროლს. და სწორედ მაშინ დაიწყო პირველად თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის კლება. ასევე გასული წლის ნოემბერშიც მივიღეთ ზომები. რომელმაც ასევე ხელი შეუწყო თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის კლებას. ვფიქრობ ეს მცდელობები უნდა გავაგრძელოთ. 2019 წლის ბოლოს საქართველოდან წამოსული თავშესაფრის მაძიებლები რაოდენობით მეცხრე თუ მეათე ადგილას იყვნენ უკვე. ამან გვიჩვენა რომ პრობლემა გვარდებოდა. თუმცა, კვლავ უნდა გავაგრძელოთ მცდელობები“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.

საფრანგეთის ელჩმა ასევე ისაუბრა კიდევ ერთ ზომაზე, რომელიც მისი თქმით ასევე წარმატებული გამოდგა. ეს ეხება საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების განხილვის პროცესს, რომლის მიხედვითაც, უსაფრთხო ქვეყნებიდან ჩასული თავშესაფრის მაძიებლების განცხადებებს დაჩქარებულად განიხილავენ.

„ისეთი ქვეყნებიდან ჩამოსულ თავშესაფრის მაძიებლებს, როგორიცაა მაგალითად საქართველო და რომელიც არის უსაფრთხო ადგილი, ენიჭებათ პრიორიტეტი. ანუ მათი განაცხადები განიხილება სწრაფად. თუ მათ უარს ეტყვიან, შესაძლებელია რომ უთხრა იმ ადამიანს დაბრუნდეს საქართველოში თავისი ნებით ან იძულებით. ამ ადამიანს შეუძლია უარის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება, თუმცა, მანამ ვიდრე მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას, ამ ადამიანმა მაინც უნდა დატოვოს საფრანგეთი და წავიდეს საქართველოში“, – აღნიშნა ელჩმა.