მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უწერასთან ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია - ძლიერი წვიმის გამო, რიონი გზის სავალ ნაწილზე გადმოვიდა

62b7f159dfee2
BM.GE
26.06.22 10:55
2137
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 121-ე კილომეტრზე (სოფელი უწერა) ინტენსიური წვიმის შედეგად მდ. რიონი ადიდდა და გადმოსულია გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები ავტოტრანსპორტის გადაადგილების აღდგენის მიზნით.